ბათუმში ბარცხანის ხიდის რეკონსტრუქცია დაიწყო

815

ბათუმში, ბარცხანის ხიდის რეკონსტრუქცია დაიწყო. ასევე, იწყება გოგოლის ქუჩისა და გოგოლის ხიდის რეაბილიტაციაც. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარს შეადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე,  ბარცხანის ხიდისა და გოგოლის ქუჩის მიმართულებით სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია.