ბორჯომში, სააკაძის ქუჩაზე სკვერი მოეწყობა

567

ბორჯომში სააკაძის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის მიხედვით მოეწყობა დასასვენებელი და საბავშვო სივრცე, განთავსდება სკამები და ფანჩატური, დამონტაჟდება გარეგანათება. ასევე, სკვერში ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.

სკვერის მოწყობა ივნისის პირველ ნახევარში დასრულდება. პროექტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ბორჯომის მერიის დაფინანსებით ხორციელდება.