მარნეულის მერიამ ომში დაღუპულთა 10-მდე ოჯახს 1 343 ლარის სააღდგომო ნობათი გადასცა

857
Panettone

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ საქათველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახებს სააღდგომოდ ნობათი გადასცა.

ადილობრივ თვითმმართველობას ათამდე ოჯახის სასაჩუქრე კალათის მომზადება 1 343.80 ლარი დაუჯდა. პროდუქტებები გამარტივებული წესით, შ.პ.ს. “კრალ–XXI-სგან” შეისყიდეს.

სააღდგომო ნობათში შედიოდა ფქვილი, ზეთი, ბრინჯი, წიწიბურა, ლობიო, შაქარი, კვერცხი, პასკა, ღვინო, შოკოლადი, ჩაი და ნატურალური წვენი. აღნიშნული ნობათები ოჯახებს რამდენიმე დღის წინ გადაეცათ.