ქარელის სოფელ ღოღეთში საოკუპაციო ძალებმა სამუშაოები განაახლეს

467

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღოღეთში საოკუპაციო ძალებმა სამუშაოები განაახლეს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ადგილობრივების ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ადგილზე ახალი ხნული გაავლეს.

ფაქტს ადასტურებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

მათივე ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.