ჩუმლაყში, ახაშენსა და ველისციხეში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 60 ათასი ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
სახალხო კრებების მეშვეობით, ჩუმლაყის მოსახლეობის უმრავლესობამ სოფელში ცენტრალური სკვერის შემოღობვა მოითხოვა. ახაშენში სანიაღვრე არხები გაიწმინდება და გარეგანათების სისტემა მოეწყობა, ველისციხეში კი ახალი საბავშვო სკვერი გაკეთდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სამუშაოები გურჯაანის სოფლებში თვის ბოლოდან დაიწყება.