გაყიდული მიწების გამო ამბაროვკელებს იაღლუჯაზე საძოვარი მიწები არ ჰყოფნით

503

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ამბაროვკაში მცხოვრებლებს საძოვარი მიწების პრობლემა აქვთ. საუბარია იაღლუჯის მინდვრებზე, სადაც ადგილობრივებს საქონლის ბალახობის უფლება, ფაქობრივად, აღარ ეძლევათ. ჯერათ ბინათოვი მესაქონლეობით არის დაკავებული, ამბობს, რომ ეს ოჯახის ერთადერთი სარჩენი საშუალებაა. მსგავსი პრობლემა კი გაზაფხულზე ექმნებათ. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

„მიდით და ნახეთ ჩვენ როგორ ვწვალობთ. ერთადერთი საშუალება რითაც ვცხოვრობთ, მესაქონლეობაა. რძის ნაწარმს ვყიდით და ოჯახს ვარჩენთ სსხვა რა გზა გვაქვს. ახლა ფული არ მაქვს დენის ფულს ვერ ვიხდი. საიდან ვიშოვოთ, რა ვქნათ, თავი მოვკლათ? ჩვენი შრომით ვცხოვრობთ და არ გვაძლევენ საშვუალებას. რატომ არ შეგვიძლია საქონელი აქ გავუშვათ საძოვარზე? ყოველთვის ჩვენი იყო აქაურობა. ვინც ეს მიწა გაყიდა, ხელი მოაწერა ვერ მოიფიქრეს რომ ეს მოსახლოებას დასჭირდებოდა? აქაურობა სულ სოფლის იყო“

ჯალილი ერთადერთი არაა, რომელიც იაღლუჯის მინდორზე საქონელს ვერ აბალახებს იგივე სიტუაციაშია სოფლის ათობით ადამიანი.

“ადრე არაფერს ამბობდნენ. ახლა მათი შვილები გვეუბნებიან ეს მიწები ჩვენიაო. თქვენ არ გაქვთო უფლება აქ შეხვიდეთო. ასეთია მგდომარეობა. 30 წელია ყიველ გაზაფხულზე ეს პრობლემა არსებობს. ახლა პანდემიის პერიოდია ხალხი გარეთ ვერ გადის სადმე რომ იმუშავოს. მხოლოდ საქონელიდან მიღებული შემოსავლით ვირჩენთ თავს. საქონელიც თუ საძოვარზე არ გაუშვი რას მიიღებ? ეს ამბობს 2008 წელს ვიყიდეო. ერთი ფაქტი არსებობს რომ ჩვენ სოფლიდან გასვლის საშუალება არ გვაქვს“

იაღლუჯის მინდვრების ასობით ჰექტარი დაკანონებული აქვს ყაზბეგელ ვანო გომიაშვილს. როგორც თავად ამბობს, უკვე 29 წელია, რაც აღნიშნული საძოვრებით სარგებლობს, ტერიტორია კი 2008 წელს შეისყიდა. იაღლუჯის მინდვრებზე შეკრებილებთან და სიტუაციაში გასარკვევად მოვიდნენ მარნეულის პოლიციის თანამშრომლებიც. ვანო გომიაშვილმა მოსახლეობას მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტიც აჩვენა.

“სოფელს თუ არ ჰყოფნის, ერთი ეს გამაგებინეთ ჩემი რა ბრალია? 1992 წლიდან აქ ვარ ამ ადგილზე, ყაზბეგიდან ჩამოვედი, მე არ მქონდა შესყიდვის უფლება? ამ ადგილზე ყაზბეგის ცხვრები მყავს, ჩემი კი არ არის, ჩემს უკან 20-25 ოჯახი დგას. 7 თვე თოვლია ყაზბეგში. ამათთვის 28 ჰეტარი მაქვს მიცემული რომელზეც მე ფულს ვიხდი, ისე რომ მათ კაპიკი არ გადაუხდიათ და მადლობის მაგიერ რას აკეთებენ. ხმას არ ვიღებ. ჩემს გვერდით კიდევ ერთ აქაურს აქვს შესყიდული ეს ტერიტორია და რატო არ უშვებენ იქ ცხვარს? მე უნდა დავიჩაგრო ხომ? – ამბობს ვანო გომიაშვილი.

ადგილზე ამბაროვკის რწმუნებული ასიფ იუზბაშოვიც იმყოფებოდა, ოფიციალური კომენტარისგან თავი შეიკავა თუმცა აღნიშნა, რომ მოსახლეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში მისვლას და სავარაუდოდ, ალტერნატიული საძოვრების მერიისგან მონახვას მოითხოვს.