ხელვაჩაურის მერია სკვერების მოსაწყობად და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 968 000 ლარს დახარჯავს

620

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი მზა ბეტონის შესასყიდად, სკვერების მოსაწყობად და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 968 000 ლარს დახარჯავს. საკითხი დღეს დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

საკითხის მომხსენებლის განმარტებით, პროგრამის მიხედვით დაფინანსდება მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტები.

დეპუტატებმა დღეს ასევე დაამტკიცეს  შ.პ.ს. „ფერა გრუპის“ განაშენიანების რეგულირების გეგმის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც კომპანია სოფელ განთიადში ყოფილი ბათუმის ნავთობ გადამაუშავებელი ქარხნის  დამხმარე  სამეურნეო  უბნების სასაწყობო ტერიტორიაზე საცხოვრებელი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.

საკრებულოზე დღესვე გადაწყდა, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირთა შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც მათ საჭიროებებს შეისწავლის.