ხულოში საკრებულოს სხდომა ჩატარდა, რომელსაც ბოიკოტის გამო “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები არ ესწრებოდნენ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
დღის წესრიგით გათვალისიწნებულ საკითხებიდან დეპუტატებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები დაამტკიცეს. ითქვა, რომ მილიონი ლარი, რომელიც მუნიციპალიტეტმა წელს ტრანსფერის სახით მიიღო, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე დაიხარჯება.
პრიორიტეტებს შორისაა შიდა საუბნო გზებზე ბეტონის საფარის დაგება და გარეგანათების მონტაჟი. დეპუტატებმა ასევე გენდერული საბჭოს საქმიანობის შესახებაც იმსჯელეს.