აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტი, გამარტივებული წესით, (ერთი მოსმენით) პლენარული სხდომისთვის მზადაა, თუმცა მანამდე საკითხი ბიუროს სხდომაზე განიხილება.
როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, გადაწყვეტილება კანონმდებლებმა საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი უძღვებოდა.
უმაღლესი საბჭოს წევრების დავით გაბაიძის, ტიტე აროშიძის, ლადო მგალობლიშვილის, მარინე გვიანიძის, დავით ბაციკაძისა და ირაკლი ჩავლეიშვილის მიერ ინიცირებული პროექტი სხდომაზე ლადო მგალობლიშვილმა წარადგინა.