ბორჯომის მერია: ბორჯომში, რუსთაველის ქუჩის სანაპიროზე სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

523

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩის სანაპიროზე სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ბულვარის სიგრძე 2076 მეტრი იქნება.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდება დემონტაჟის სამუშაოები, ტერიტორიაზე განთავსდება გარე-განათება, მოეწყობა ფეხით სავალი ბილიკები და ველობილიკი, ტერიტორიაზე განთავსდება საბაღე სკამები, საბავშვო ატრაქციონები, სასმელი წყლის ბიუვეტი და ასევე, სკვერი გამწვანდება.

„დაგეგმილ სამუშაოებს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, ქალაქ ბორჯომში მერის წარმომადგენელი ნანა ჭალიძე, ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი ნინო გიუაშვილი და მონიტორინგის განყოფილების სპეციალისტი გიორგი კობრავა გაეცნენ.

სკვერის მოწყობის სამუშაოებს შპს „ქართლი“ შეასრულებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის მიერ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდება. სკვერის მოწყობის სამუშაოების ღირებულება 1 342 949 ლარს შეადგენს. სკვერის მოწყობის სამუშაოების დასრულება ოქტომბერში იგეგმება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.