“ქართულმა ოცნებამ” ადიგენში მაჟორიტარები და პარტიული სია წარადგინა

1635

“ქართულმა ოცნებამ” ადიგენის მაჟორიტარული ოლქების მაჟორიტარები და პროპორციული სიის ათეული წარადგინა.

წარდგენა ადიგენში, „ქართული ოცნების“ შტაბში გაიმართა. კანდიდატები ადიგენის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ნუგზარ კარკაძემ წარადგინა.

ადიგენის 15 მაჟორიტარიდან, ქალი მხოლოდ ერთია – რუსუდან ხობიაშვილი, ვარხნის ოლქში.

1 ადიგენის ოლქი – დავით აბულაძე
2 აბასთუმნის ოლქი – ტარიელ ენდელაძე
3 არლის ოლქი – ლაზარე ჩილინგარაშვილი
4 ბენარის ოლქი – ზაზა მღებრიშვილი
5 ბოლაჯურის ოლქი – მევლუდ ბახტურიძე
6 გორგულის ოლქი – ვაჟა მერაბიშვილი
7 ვარხნის ოლქი – რუსუდან ხობიაშვილი
8 ზანავის ოლქი – ჯაბა ხოზრევანიძე
9 ლელოვნის ოლქი – ნუკრი ხვედელიძე
10 მლაშის ოლქი – რამაზ გოგრიჭიანი
11 მოხის ოლქი – ნოდარ გობაძე
12 უდის ოლქი – ნუგზარ ბოჩიკაშვილი
13 ფხეროს ოლქი – იაგორ ასანიძე
14 ჩორჩნის ოლქი – ამირან ჭიტაძე
15 ჭეჭლის ოლქი – თეიმურაზ მიქელაძე

რაც შეეხება პარტიულ სიას, სიის პირველი ნომერი, ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარე, იმედა მღებრიშვილია. შეგახსენებთ, იგი ამ პოზიციაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც საკრებულოს თავმჯდომარეს ლევან ლობჯანიძეს იმპიჩმენტი მოუწყვეს. მოგვიანებით ლობჯანიძემ სასამართლოში იჩივლა, პროცესი მოიგო და პოზიციაზე აღადგინეს.

პარტიული სია

1. იმედა მღებრიშვილი
2. შალვა გავაშელი
3. მანანა რეხვიაშვილი
4. თამაზ ძაძამია
5. ამირან მინაძე
6. ინა კაპანაძე
7. ნინო ჩოგოვაძე
8. ნოდარ გაგნიძე
9. ალექსი ენდელაძე
10.თეიმურაზ შავაძე

კანდიდატებისა და პარტიული სიის წარდგენას, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი, აკაკი მაჭუტაძე ესწრებოდა.