საბურთალოს რაიონში, ჭიათურის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, პროექტის ფარგლებში, ნასიძისა და ბზვანელის ქუჩების ნაწილის რეაბილიტაციაც ხორციელდება.
სამუშაოების შედეგად, სანიაღვრე ქსელი 400 გრძივ მეტრზე მოეწყო და ჯამში, 3 150 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.
„ამ ქუჩებზე რთული მდგომარეობა იყო – არ არსებობდა სანიაღვრე სისტემა, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნიდა. სწორედ ამიტომ, პირველ ეტაპზე, სანიაღვრე ქსელი მოეწყო. ახლა კი, ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში მოსახლეობა კომფორტულად გადაადგილებას შეძლებს“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
სამუშაოებს კომპანია „L&L“ ასრულებს. პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსებულია 265 000 ლარით.