სენაკის მერიაში კორუფციული რისკების შეფასების სისტემა დაინერგება

528

სენაკის მერიაში კორუფციული რისკების შეფასების სისტემა დაინერგება, – აცხადებენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მათივე ცნობით, სენაკის მერიაში თემაზე – “კორუფციული რისკების შეფასების სისტემის დანერგვა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში” ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნანა ზარანდია, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენლები, მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განიხილეს ანტიკორუფციული მექანიზმები და კორუფციული რისკების შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავების და დანერგვის ეტაპები.

პროექტი აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (USAID GGI) მხარდაჭერით და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს (TIG) წარმომადგენლებთან თანამშრომლობით განხორციელდება.