ჭიათურაში მაღაროელთა მოედნისა და ნინოშვილის ქუჩის დამაკავშირებელ ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, – ამის შესახებ განცხადება ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ და ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის საოპერაციო საქმიანობის კოორდინატორმა ჯემალ ხარაიშვილმა ერთობლივად გააკეთეს.
ქალაქის მერმა და კომპანიის წარმომადგენელმა ხიდი შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერეს და რეაბილიტაციის პროექტი განიხილეს.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ხიდზე არსებულ განათებებს სრული რესტავრაცია ჩაუტარდება, განახლდება არსებული მოაჯირი, მოეწყობა ტროტუარი და დაიგება ასფალტის საფარი.
მათივე ცნობით, ხიდი არსებულ იერსახეს შეინარჩუნებს, თუმცა განახლებული სახით.