ბათუმში ბაგრატიონის ქუჩაზე წყალარინების სისტემის მოწყობა დასრულდა

608

კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, ბაგრატიონის ქუჩაზე, აღმაშენებლიდან გენერალ ა. აბაშიძის ქუჩამდე მონაკვეთში, წყალარინების სისტემის მოწყობა დასრულდა.

აღნიშნული სამუშაოების შემდეგ, ასფალტის დაგება ბათუმის მასშტაბით, 12 000 კვმ-ზე ხორციელდება. პროექტის ღირებულება 1 მილიონამდე ლარს შეადგენს.

“ქუჩებზე, სადაც უკვე დასრულდა წყალარინების სისტემის მოწყობა, დავიწყეთ გზის აღდგენის სამუშაოები, რომელიც ეტაპობრივად წლის ბოლომდე გაგრძელდება.

ასფალტის დაგება, ამჟამად, ბაგრატიონის ქუჩაზე, აღმაშენებლისა და გენერალ ა. აბაშიძის ქუჩებს შორის მონაკვეთში ხორციელდება.

პარალელურად, ბათუმის მასშტაბით, სხვადასხვა კაპიტალური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. მათ შორის, მინდა გამოვყო ბაგრატიონის ქუჩა, რომლის რეაბილიტაციის დაწყებით, წლების განმავლობაში არსებული პრობლემა გადაიჭრება”, – განაცხადა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა.