ახალციხეში მერობისთვის შვიდი კანდიდატი იბრძოლებს

774

ახალციხის საოლქო–საარჩევნო კომისიაში ახალციხის მერობის შვიდი კანდიდატი დარეგისტრირდა. საოლქოში აცხადებენ, რომ ყველა კანდიდატს დოკუმენტაცია წესრიგში აქვს.

მერობის კანდიდატები:

ჯუმბერ ინასარიძე – „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
ვაჟა ჩიტაშვილი – საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე უგულავა– ევროპული საქართველო“;
არზუმან ზოროღლიან – „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“
ჯიმშერ გოგოლაური – „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“
ირაკლი ბარძიმაძე – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
ზაზა მელიქიძე – „ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველო“;

საოლქო საარჩევნო კომისიებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატების, ასევე, პარტიული სიების რეგისტრაციის ვადა გუშინ, 21 სექტემბერს, 18:00 საათზე ამოიწურა. საოლქოებს დოკომენტაციის გადასამოწმებლად, ორი დღის ვადა აქვთ.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე