ახალგაზრდობის სააგენტომ მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის რეფორმა მე–13 მუნიციპალიტეტში, ყვარელში დაიწყო, რაც ადგილზე ახლაგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას გულისხმობს.
ყვარელი 30 მუნიციპალიტეტიდან ერთ–ერთია, რომელშიც სააგენტომ „მუნიციპალური ახლაგაზრდული პოლიტიკის რეფორმა” დაიწყო. რეფორმის ფარგლებში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიის თანმშრომლობით, ადგილზე “ახალგაზრდების გამოწვევების, საჭიროებების, რესურსებისა და ინტერესების” კვლევა ჩატარდება, როგორც თვისებრივი ისე რაოდენბორივი მეთოდოლოგიით. აღნიშულ კვლევას დაეფუძნება, ადგილზე ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა. ხოლო, მუნიციპალიტეტებში ხარისხიანი და ქმედითი ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების მიზნით, სააგენტო შეიმუშავებს დოკუმენტების ხარისხის კრიტერიუმებს, სტანდარტებს, ფორმას, ფორმატსა და გაიდლაინს და შერჩეულ მუნიციპალიტეტებში დოკუმენტების შექმნის პროცესში ამ სტანდარტებით იხელმძღვანელებს.
მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის ორგანიზაციული გაძლიერების უზრუნველსაყოფად, სააგენტო პროგრამის მონაწილე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელ 2 თანამშრომელს, საგანმანათლებლო, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ონლაინპლატფორმაში ჩართავს, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ “ახალგაზრდობის კოორდინატორის” სერტიფიკატს.
აღნიშნული პროცესი უზრუნველყოფს ადგილზე მდგრადი ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას, ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და მათი პოტენაციალის სრულად რეალიზებას.