ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის ახალ დარბაზში, “რუსთავის ინოვაციების ჰაბის” ხელმძღვანელის, რევაზ ბარბაქაძის ინიციატივითა და ადგილობრივი ახალგაზრდული სამსახურების ჩართულობით ახალგაზრდებისათვის ადგილობრივი პრიორიტეტების იდენტიფიცირების მიზნით, ჩატარდა სამაგიდე თამაში.
სამაგიდე თამაში, რომელზეც მუნიციპალიტეტის რუკაა გამოსახული, განკუთვნილია მუნიციპალიტეტის წინაშე მდგარი მოკლევადიანი გამოწვევების იდენტიფიცირებისა და პრობლემების გადაჭრის გზის ძიებისათვის.
თამაში იყო საკმაოდ საინტერესო, თითოეული მონაწილის მოსაზრება აღირიცხა სპეციალურ ანკეტაში.
თამაშის შედეგად წარმოჩინდა ახალი იდეები, რომელსაც წარვუდგენთ ადგილობრივ თვითმმართველობას ან/და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
სამაგიდე თამაში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ნაწილია.