მცხეთის სოფელ გალავანში ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა

612

სოფელ გალავანში ახალი საფეხბურთო მოედნის მშენებლობა დასრულდა.

მოედნის მოსაწყობად მცხეთის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 142 996 ლარი გამოიყო. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია “გლობალ სტანდარტმშენი” ასრულებდა.

“2020 წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ახალი სპორტული მოედნები 6 ადგილზე ლისში, ახალუბანში, მსხალდიდში, ჩარდახი, ქსანში და ციხისძირში აშენდა. მათ მოსაწყობად მცხეთის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

ასევე, 2020 წელს დასრულდა არსებული სპორტულ მოედნებზე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფლებში: წეროვნის ინსტიტუტის დასახლება, ნატახტარი, გალავანი”,- განმარტავენ მერიაში.

მათივე ცნობით, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზანი სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა. მცხეთის მერია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე წელსაც აგრძელებს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას.