ბათუმის საკრებულომ 6 პასიურ და 4 მეტ-ნაკლებად პასიურ დეპუტატს, ხელფასის სახით, 48 600 ლარი გადაუხადა. რიცხვები 2020 წლის მეოთხე კვარტალს ასახავს. საჯარო ინფორმაცია საზოგადოებრივი განვითარების აკადემიამ გამოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
მესამე სექტორში ამბობენ, რომ ცუდი ტენდენციაა, როცა სრული შემადგენლობის 40 პროცენტი აქტიურობით არ გამოირჩევა.
ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში სულ 25 წევრია. აქედან მხოლოდ 24 პროცენტიია მეტ-ნაკლებად აქტიური. საკითხთან დაკავშირებით საპასუხო კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.