ზუგდიდის მერია მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ, სხვადასხვა პათლოგიის მქონე ბავშვებს ფიზიკურ-გამაჯანსაღებელ წყლის თერაპიას წელს პირველად დაუფინანსებს. აღნიშნულ მომსახურებაზე 21 600 ლარის ღირებულების ტენდერი უკვე გამოცხადდა. დოკუმენტაციის მიხედვით, სერვისით 18 წლამდე ასაკის, ცერებრული დამბლისა ან სხვა პარალიზური სინდრომის მქონე ბავშვები თვეში 8-ჯერ ისარგებლებენ. მერიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე პროგრამაში ჯამში 20 ბავშვი ჩაერთვება. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.
ფიზიკურ-გამაჯანსაღებელი მომსახურება უნდა მოიცავდეს: საცურაო აუზის საშუალებით თერაპიული სეანსებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ვარჯიშების ჩატარებას, შესაბამისი გამოცდილების მქონე სპეციალისტ(ებ)ის მონაწილეობით. თერაპიული სეანსები უნდა ტარდებოდეს მატერიალურ-ტექნიკური თვალსაზრისით აღჭურვილ, კეთილმოწყობილ შენობაში, სადაც მოქმედი საცურაო აუზია განთავსებულია და უნდა მდებარეობდეს ქალაქის ტერიტორიაზე. თითო სეანსის ხანგრძლივობა მინიმუმ 1 საათს უნდა შეადგენდეს.
ტენდერში გამარჯვებულმა მომსახურება გაწევა უნდა უზრუნველყოს ეტაპობრივად, 9 თვის განმავლობაში 1 აპრილიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. ტენდერში მონაწილეებმა წინადადებები 17 მარტამდე უნდა წარადგინონ.