"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში არჩევნების შემაჯამებელი ორი ოქმის ფოტოს ავრცელებს და აცხადებს, რომ ისინი გაყალბებულია ან საოლქო, ან პირდაპირ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. კაპანაძის თქმით, საუბარია მარნეულის ოლქზე, სადაც ქართული ოცნებიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭს ზაურ დარგალი იყრიდა. "აი, როგორ ყალბდება არჩევნები! ასე აქვს მოგებული დარგალს პირველი ტური 51.62%-ით. ქვემოთაა ორი ოქმი. ერთი (ნაცრისფერი) არის ის ოქმი, რომელსაც 67-ე უბანზე ხელი მოაწერა...
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უნდა იქნას მიღებული ზომები თავისუფალი და სამართლიანი მეორე ტურის უზრუნველსაყოფად. "ვულოცავთ საქართველოს ახალი საარჩევნო სისტემით საპარლამენტო არჩევნების ორგანიზებას. უნდა იქნას მიღებული ზომები თავისუფალი და სამართლიანი მეორე ტურის უზრუნველსაყოფად, დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად. რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ გზას",- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც უწყება სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" ავრცელებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” მთელი ქვეყნის მასშტაბით 61 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმები გაასაჩივრა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, საჩივრები დაიწერა საოლქო კომისიების უმრავლესობაში, კერძოდ 30-დან 19 ოლქში. „60 უბანში შემაჯამებელი ოქმების ბათილობა და ხმების ხელახლა დათვლა მოვითხოვეთ, რადგან ოქმებში დარღვეულია ბალანსი საარჩევნო ყუთში მოხვედრილ, გაბათილებულ ბიულეტენებსა და არჩევნებზე მისულ ამომრჩევლებს შორის; მარნეულის #13.22.65 უბანში კი შედეგის გაბათილება მოვითხოვეთ, რადგან ჩვენი დამკვირვებლის მიერ გადაღებული...
გაერთიანებული ოპოზცია "ძალა ერთობაშია" აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზეც უარს ამბობს. მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებს არც "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან ვარშალომიძე. ოპოზიცია დღეს ბათუმში აქციასაც აანონსებს, რომელიც  აჭარის მთავრობის სახლთან გაიმართება. "ვპირდები თითოეულ ბათუმელს, მთელ აჭარის მოსახლეობას და საქართველოს, არ დავნებდები, ბოლომდე ვიბრძოლებთ რათა დავიცვათ თითოეული თქვენგანის ხმა, ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ეს თავზე დახეული არჩევნები არ შევარჩინოთ",...
ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრები განიხილეს. კომისიაში სულ 23 საჩივარი არის შესული, თუმცა დღეს მხოლოდ 14-ის განხილვა მოხდა. აქედან კომისიამ 4 დააკმაყოფილა. ,,საოლქო საარჩევნო კომისიაში 23 საჩივარი შემოვიდა, დღეს განვიხილეთ მხოლოდ 14 . აქედან 10 არ დაკმაყოფილდა, 4 - დაკმაყოფილდა. რაც შეეხება სხვა საჩივრებს ნაწილს გაეცემა წერილობითი პასუხი და ნაწილი წავიდა განუხილველში. არის კიდევ საჩივრები, რომლებიც განიხილება ხვალ და ზეგ. საჩივრები იყო ძირითადად...
ოპოზიციური პარტიები დღეს, 3 ნოემბერს სამომავლო გეგმაზე იმსჯელებს, ასევე, გაფორმდება დოკუმენტი, რომელზეც ხელისუფლების ოპონენტები ხელმოწერით დაადაასტურებენ, რომ უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე. მათი შეფასებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები "ქართულმა ოცნებამ'' გააყალბა და ის არალეგიტიმურია. "გავაგრძელებთ პროტესტს, კვირას იქნება ძალიან დიდი აქცია და შემდეგ, ასევე, იქნება გრანდიოზული აქცია როცა დაინიშნება პირველი პარლამენტის სხდომა, გასაპრავებელი სხდომა ამ პარლამენტის. ან მარტო იქნება "ქართული ოცნება"...
ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი შესაძლოა გამოწვეული იყოს ობიექტური გარემოებებით. როგორც ანა მიქელაძე აღნიშნავს, საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში არსებულ ხარვეზებსა და დისბალანსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებსა და მედიაში სხვადასხვა პირების მიერ მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია, რომლის მიზანიცაა საარჩევნო პროცესისა და არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გაჩენა. “ცესკო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი შესაძლოა გამოწვეული...
ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები გვაძლევს ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ლეგიტიმურობა ამ არჩევნების ნამდვილად დგას ეჭვქვეშ, რადგან ის შედეგები, რომელსაც ცესკო და ხელისუფლება აცხადებს, არ ასახავს მოქალაქეების ნებას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრმა თამარ კორძაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, არჩევნებზე მომხდარი ძალიან ბევრი ფაქტი, შეიძლება, იყოს სისხლის სამართლის დანაშაული. „მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატიურ...
საქართველოს პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. "დამიდასტურდა Covid -19. კარგად ვარ, სახლში გავდივარ მკურნალობას და შეძლებისდაგვარად ვაგრძელებ მუშაობას. მადლობა ყველას მოკითხვისთვის", - წერს მეზვრიშვილი. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერს გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა.
პარტია "ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები" ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარს აცხადებს. "პარტია "ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები" იყო რეალურად პირველი, ვინც ჯერ კიდევ გუშინ, ბოიკოტი გამოუცხადა 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს, უარი განაცხადა მანდატებზე, მედიების მეშვეობით გაასაჯაროვა ეს ინფორმაცია და მოუწოდა მთელს ოპოზიციურ სპექტრს, რომ გაეზიარებინათ "მოქალაქეების" ეს პოზიცია. მოხარული ვართ, რომ ოპოზიციური ძალები გავერთიანდით ამ იდეის გარშემო და მკაფიოდ ვაფიქსირებთ...
პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერმინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს. როგორც ცნობილია, 31 ოქტომბერს პრემიერმინისტრი თვითიზოლაციაში გადავიდა, ვინაიდან მას ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებით კორონავირუსი დაუდგინდა.
ოპოზიციის დღევანდელი განცხადებები ნიშნავს კაპიტულაციის გამოცხადებას მეორე ტურამდე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, ოპოზიციამ იცის, რომ მეორე ტურში ყველა ოლქში წააგებს. „ჩვენ წინასწარ ვაცხადებდით, რომ არჩევნების შემდეგ, რადიკალური ოპოზიცია უსათუოდ ეცდებოდა დესტრუქციას. აშკარაა, რომ ხალხის მხარდაჭერის არქონის ფონზე, ისინი არჩევნებში საკუთარ შანსს ვერ ხედავენ. სწორედ ამიტომ, დესტრუქცია არის მათთვის ერთგვარი ხავსი, რომელსაც ისინი 2012 წლიდან ეჭიდებიან. იგივე...
ჩვენი ჯგუფი ახლაც მუშაობს საჩივრებზე და ბუნებრივია, სამართლებრივ ბრძოლასაც ვაპირებთ, ყველა ოქმის ბათილობის მოთხოვნას,- ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ პარტია პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგების აღიარებას არ აპირებენ. „ჩვენი ერთიანი გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ ვდგამთ ნაბიჯს იმისკენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაიხიოს უკან. მას უკან დახევა მოუწევს. დარწმუნებული...
მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ "ოცნების" წევრები ოპოზიციის წარმომადგენლებს შანტაჟითა და მუქარით გაყალბებულ ოქმებზე ხელის მოწერას აიძულებენ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. "ნაციონალური მოძრაობისა" და "ოცნების" წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუიპირისპირდნენ. "ყველა უბანზე ჩაყარეს ბიულეტინები მოსაგებად, შედეგად ოქმების ბალანსი არ დგება, დღეს აპირებენ შესწორება გააკეთონ სადაც წააგეს, ჩვენ წარმომადგენლებს მუქარით შანტაჟით და ზეწოლით ურეკავენ რომ - "რას გიზამთ...
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, დაუბალანსებელი ოქმები საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნებზე ფიქსირდება და ამის მიზეზი ადამიანური შეცდომაა. კობახიძე ირმწუნება, რომ მსგავსი ხარვეზები ხშირ შემთხვევაში ქართული ოცნების კანდიდატების საზიანოდ ვლინდება: "არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად ოპოზიცია იყენებს დაუბალანსებელ ოქმებს. ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ დაუბალანსებელი ოქმები საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნებზე ფიქსირდებოდა, რისი მიზეზიც ადამიანური შეცდომაა. ყურადღებას გავამახვილებთ იმ გარემოებაზეც, რომ ამგვარი...
პარლამენტში შესვლაზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ თქვა უარი. მანდატებზე უარი თქვეს შემდეგმა პარტიებმა: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებლი“, „გირჩი“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „ერთიანი ლეიბორისტული პატია“, “ალეკო ელისაშვილი – მოქალაქები”. შესაბამისად, ამ მოცემულობით, პარლამენტი ხდება ერთპარტიული და იქ მხოლოდ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს წევრები იქნებიან. ოპოზიციური პარტიები არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. ისინი მასშტაბურ აქციას რუსთაველის მოედანზე მომავალ კვირას გამართავენ. ოპოზიცია ვადამდელ სამართლიან არჩევნებს ითხოვს. ცესკომ უბნების დათვლა დაასრულა....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ