ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, დაუბალანსებელი ოქმები საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნებზე ფიქსირდება და ამის მიზეზი ადამიანური შეცდომაა.
კობახიძე ირმწუნება, რომ მსგავსი ხარვეზები ხშირ შემთხვევაში ქართული ოცნების კანდიდატების საზიანოდ ვლინდება:
“არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად ოპოზიცია იყენებს დაუბალანსებელ ოქმებს. ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ დაუბალანსებელი ოქმები საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნებზე ფიქსირდებოდა, რისი მიზეზიც ადამიანური შეცდომაა.
ყურადღებას გავამახვილებთ იმ გარემოებაზეც, რომ ამგვარი ხარვეზები ხშირ შემთხვევაში ჩვენი პარტიისა და კანდიდატების საზიანოდ ფიქსირდება. ამასთან, ყველა ტექნიკური ხარვეზი, რომელიც ოქმებში ფიქსირდებოდა ამჟამად ზუსტდება საარჩევნო ადმინისტრაციაში, რაც საარჩევნო პროცესში ფართოდ დამკვიდრებული პრაქტიკაა”,-თქვა კობახიძე.
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები დარღვევებით ჩატარდა და გაყალბდა. გუშინ, 1 ნოემბერს საპროტესტო აქციაც გაიმართა. აქცია დღესაც არის დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში შესვლაზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უარი თქვა.