ოპოზიცია დღეს აჭარის მთავრობის სახლთან აქციას გამართავს

1060

გაერთიანებული ოპოზცია “ძალა ერთობაშია” აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზეც უარს ამბობს. მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებს არც “ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან ვარშალომიძე. ოპოზიცია დღეს ბათუმში აქციასაც აანონსებს, რომელიც  აჭარის მთავრობის სახლთან გაიმართება.

“ვპირდები თითოეულ ბათუმელს, მთელ აჭარის მოსახლეობას და საქართველოს, არ დავნებდები, ბოლომდე ვიბრძოლებთ რათა დავიცვათ თითოეული თქვენგანის ხმა, ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ეს თავზე დახეული არჩევნები არ შევარჩინოთ”, – თქვა ლევან ვარშალომიძემ.

აქცია მთავრობის სახლთან 17:00 საათზე დაიწყება.