რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უნდა იქნას მიღებული ზომები თავისუფალი და სამართლიანი მეორე ტურის უზრუნველსაყოფად.
“ვულოცავთ საქართველოს ახალი საარჩევნო სისტემით საპარლამენტო არჩევნების ორგანიზებას. უნდა იქნას მიღებული ზომები თავისუფალი და სამართლიანი მეორე ტურის უზრუნველსაყოფად, დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად. რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ გზას”,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც უწყება სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” ავრცელებს.