საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, 8 ნოემბრიდან, საქართველოს ხუთი დაცული ტერიტორია ვიზიტორთა მიღებას დროებით აჩერებს. მათივე ინფორმაციით, დანარჩენ ტერიტორიებზე, გაშლილ სივრცეში, სადაც შესაძლებელია დისტანციის დაცვით გადაადგილება, ვიზიტორთა მიღება გრძელდება. „ქვეყანაში „კოვიდ-19“ პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, 8 ნოემბრიდან, საქართველოს ხუთი დაცული ტერიტორია – მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, პრომეთეს მღვიმე და სათაფლიას მღვიმე, დროებით აჩერებს ვიზიტორთა მიღებას....
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე აცხადებს, რომ მისი ქვეყანა საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის განცხადებებს იზიარებს. „როგორც საქართველოს მეგობარი, შვედეთი არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის განცხადებებს იზიარებს. მათში აღნიშნულია, რომ არჩევნებში კონკურენტული, ფუნდამენტური თავისუფლებები საერთო ჯამში, დაცული იყო. ველით ყველა საჩივრის სამართლიან, გამჭვირვალე და მკაცრ განხილვას “, - წერს ლინდე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები განახლებული საარჩევნო სისტემით ჩატარდა. საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული მოდელით აერჩიათ კანონშემოქმედებითი ორგანო, რაც მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს. ამ ცვლილების მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო არჩევნების დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება. მეტიც, ჩვენი შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვარკეთილის მე-3 მასივში მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობების განაშენიანებისთვის მერიამ კონცეფცია შეიმუშავა. როგორც კახა კალაძემ თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დამუშავებული კონცეფცია თბილისის საკრებულოში ჯერ არ გადაუგზავნიათ, თუმცა ამის მიუხედავად, გარკვეული ადამიანები ადგილობრივებთან შეხვედრებს მართავენ და მერიის მიერ შემუშავებული კონცეფციისგან განსხვავებულ ინფორმაციებს აწვდიან და მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავთ. კახა კალაძე მოუწოდებს ამ პირებს, რომ ამგვარი ქმედებისგან თავი შეიკავონ, ხოლო ადგილობრივებს თხოვნით მიმართავს, არავის...
თბილისის ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, პანდემიის გამო, თბილისის მერიას საშემოსავლო ნაწილში პრობლემები აქვს. ამის შესახებ ხმალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ხმალაძემ აღნიშნა, დაბალი ეკონომიკური აქტივობის გამო საგადასახადო ნაწილში შემოსავლები დაგეგმილზე მნიშვნელოვნად შემცირებულია. „თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ეფექტურად მიმდინარეობს. მივყვებით იმ გეგმას, რაც არის დამტკიცებული, მაგრამ საშემოსავლო ნაწილში გვაქვს პრობლემები პანდემიის გამო, დაბალი ეკონომიკური აქტივობის გამო საგადასახადო ნაწილში შემოსავლები დაგეგმილზე...
მარნეულის საოლში კომისიაში დაკარგული ოქმი, რომელსაც დამკვირვებლები მთელი ღამე ეძებდნენ, დილით კი მისი მონაცემები ცესკოს საიტზე ატვირთული დახვდათ - არჩევნების გაყალბებისა და კარუსელის ფაქტების შესახებ "მთავარი არხის" ეთერში პლატფორმა 2020-ის წევრი, გიორგი მუმლაძე საუბრობს. მუმლაძე იხსენებს, რომ შემაჯამებელი ოქმის დაკარგვის შესახებ პოლიციას 7-ჯერ აცნობეს და მიუხედავად იმისა რომ სამართალდამცველები და შსს-ს მაღალჩინოსანი იოსებ სიგუა საოლქო კომისიასთან იყვნენ, მომხდარით არ დაინტერესებულან: "​12-ის ნახევარზე, როცა...
კეილ ბრაუნი, სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერის მოადგილე "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში ამბობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი იზიარებს "ეუთოს შეფასებას: "საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო და დაცული გახლდათ ფუნდამენტური თავისუფლებები, მაგრამ ბრალდებებმა ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ და პარტიასა და სახელმწიფოს შორის ხაზის ბუნდოვანებამ საზოგადოების ნდობა შეამცირა. ნაკლოვანებებსა და დოკუმენტაციით გამყარებულ დარღვევებზე რეაგირება უნდა მოხდეს, - წერს კეილ ბრაუნი.    
ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" (ISFED) დირექტორი, ელენე ნიჟარაძე აცხადებს, რომ სამგორის 97-ე უბნის მასალებში, ბათილ ბიულეტენებში შერეული ნამდვილი ბიულეტენები აღმოაჩინეს. ელენე ნიჟარაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ შედეგად, კანდიდატებს ათობით ხმა აქვთ დაკლებული. "ასეთი ამბავი გვაქვს. "სამართლიანი არჩვენების" საჩივრის საფუძველზე სამგორის საარჩევნო ოლქმა გახსნა #97 უბნის მასალები, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ: მაჟორიტარულ არჩევნებში - ფიქრია ჩიხრაძეს 0 ეწერა, როცა მიღებული აქვს 47 ხმა; პროპორციულ არჩევნებში: ...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სატრანსპორტო ქსელს 13 ახალი მარშუტი დაემატა, რომელიც 5 ავტობუსისა და 8 მიკროავტობუსების ხაზისგან შედგება. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ამ მარშუტებზე, მხოლოდ და მხოლოდ განახლებული ტრანსპორტი იმოძრავებს. „ჩვენ 24 ოქტომბერს ახალ მარშუტებზე პრეზენტაცია გვქონდა, მოსახლეობას 10 ახალი მარშუტი წარვუდგინეთ და დღესაც მინდა, ახალ ქსელზე ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომელიც ქალაქის მასშტაბით იქნება გადანაწილებული, სხვადასხვა რაიონებში და...
"ევროპული საქართველო" ოქმებში მათ მიერ გამოვლენილი დისბალანსის მაჩვენებლებს აქვეყნებს. მათი დათვლით, მაჟორიტარულ ნაწილში, 3 847 უბნის ოქმებიდან დისბალანსი არის 2007 ოქმში, რაც 52,17%-ია: "2007 ოქმიდან: 125 უბნის ოქმში ხელმოწერების რაოდენობა ნაკლებია ვიდრე ყუთიდან ამოსული ბიულეტენები (სუბიექტის ხმებს + ბათილი); 1882 უბნის ოქმში ხელმოწერების რაოდენობა მეტია (კარუსელი); 1 ბიულეტენი გატანილია - 573 უბნიდან 2 ბიულეტენი გატანილია - 352 უბნიდან; 3 ბიულეტენი...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაში კენჭისყრის შედეგების მაჟორიტარული ნაწილი გაუქმდა. 3 ნოემბერს პირველი არხის გადაცემა თავისუფალ ხედვაში მან აღნიშნა, რომ წინასწარი მონაცემებით, მცხეთის საარჩევნო ოლქში შესაძლოა, მეორე ტური ჩატარდეს. "ქსნის ციხეში შედეგების მაჟორიტარული ნაწილი გაუქმდა, რაც ფაქტობრივად იწვევს წინასწარი მონაცემებით ისეთ სურათს, რომ შესაძლებელია, მეორე ტური ასევე გაიმართოს მცხეთის იმ კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქში, რომელსაც მცხეთის საარჩევნო ადმინისტრაცია კურირებს. წინასწარი...
წინა სტატია დღეიდან პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცეპრემიერმა მარია ცქიტიშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება. „მივიღეთ გადაწყვეტილება, პირბადეების ტარება არა მხოლოდ დახურულ სივრცეში, არამედ ღია სივრცეშიც სავალდებულო იყოს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. მისივე თქმით, პირბადეების ტარებაზე იქნება დაწესებული ისეთი სანქციები და რეგულაცია, როგორიც არის, დახურულ სივრცეში, ეს არის 20-ლარიანი...
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მასშტაბით ხვალიდან ყველა ბაგა-ბაღი დაიხურება. როგორც კალაძემ განაცხადა, შეზღუდვა მანამდე იმოქმედებს, ვიდრე ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გამოსწორდება. „იცით, რომ ბაგა-ბაღებში სწავლა დავიწყეთ, თუმცა ძალიან მალე მოგვიწია 40-მდე საბავშვო ბაღის დახურვა. არსებული ეპიდემიოლოგიური მგდომარეობიდან გამომდინარე, ბევრი მსჯელობა იყო ამ საკითხზე და ხვალიდან საბავშვო ბაგა-ბაღები მთლიანად დაიხურება დროებით, ვიდრე ეპიდმდგომარეობა არ გამოსწორდება“,- განაცხადა კალაძემ. ამასთან, კალაძემ მოადგილეს, ილია ელოშვილს დაავალა, განაგრძონ...
29 დევნილი ოჯახის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კომისიამ 29 ოჯახი, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, ღიად და გამჭვირვალედ შეარჩია. „გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება. აღნიშნული ოჯახების სია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა....
აჭარის მთავრობის სახლთან "ლელომ" აქცია გამართა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა. მათი განცხადებით, ქვეყანაში 31 ოქტომბერს არჩევნები გაყალბდა. "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კუპრაძის თქმით, ბათუმი არ აპირებს დაუთმოს ივანიშვილს ქართული სახელმწიფო და ქვეყნის მომავალი! "ჩვენ შევიკრიბეთ და ვიცავთ საკუთარ ხმას და საკუთარ ქვეყანას ამ ტერორისგან. ბრძოლას გავაგრძელებთ ბოლომდე, სანამ ივანიშვილი არ აღიარებს დამარცხებას. ჩვენი მოთხოვნაა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება,...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტრამენტის ინფორმაციით, უამინდობისა და თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ18-კმ72 (ლეჩური-ომალო) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მათივე ცნობით, საავტომობილო გზის კმ1-კმ18 (ფშაველი-ლეჩური) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ