აჭარის მთავრობის სახლთან “ლელომ” აქცია გამართა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.
მათი განცხადებით, ქვეყანაში 31 ოქტომბერს არჩევნები გაყალბდა.
“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კუპრაძის თქმით, ბათუმი არ აპირებს დაუთმოს ივანიშვილს ქართული სახელმწიფო და ქვეყნის მომავალი!
“ჩვენ შევიკრიბეთ და ვიცავთ საკუთარ ხმას და საკუთარ ქვეყანას ამ ტერორისგან. ბრძოლას გავაგრძელებთ ბოლომდე, სანამ ივანიშვილი არ აღიარებს დამარცხებას. ჩვენი მოთხოვნაა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, რომელიც რეალურად უნდა ასახავდეს ბათუმის, აჭარის და მთელი საქართველოს ნებას. ბათუმი არის თავისუფლების ქალაქი და ბათუმელები არასდროს ვიტყვით უარს თავისუფლებაზე”, – განაცხადა კუპრაძემ.
აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ამ წუთებშიც იკრიბებიან და სამომავლოდ პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.