დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მასშტაბით ხვალიდან ყველა ბაგა-ბაღი დაიხურება.
როგორც კალაძემ განაცხადა, შეზღუდვა მანამდე იმოქმედებს, ვიდრე ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გამოსწორდება.
„იცით, რომ ბაგა-ბაღებში სწავლა დავიწყეთ, თუმცა ძალიან მალე მოგვიწია 40-მდე საბავშვო ბაღის დახურვა. არსებული ეპიდემიოლოგიური მგდომარეობიდან გამომდინარე, ბევრი მსჯელობა იყო ამ საკითხზე და ხვალიდან საბავშვო ბაგა-ბაღები მთლიანად დაიხურება დროებით, ვიდრე ეპიდმდგომარეობა არ გამოსწორდება“,- განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კალაძემ მოადგილეს, ილია ელოშვილს დაავალა, განაგრძონ ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა საკვებით უზრუნველყოფა.
„მშობლებს ჰქონდათ შესაძლებლობა საკვები რაციონი წაეღოთ სახლში და მოემზადებინათ საკვები. უნდა გავაკეთოთ პროდუქტებით უზრუნველყოფა“,- განაცხადა კალაძემ.