შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე: ველით ყველა საჩივრის სამართლიან, გამჭვირვალე და მკაცრ განხილვას

646
Waving flag of Georgia and

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე აცხადებს, რომ მისი ქვეყანა საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის განცხადებებს იზიარებს.

„როგორც საქართველოს მეგობარი, შვედეთი არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის განცხადებებს იზიარებს. მათში აღნიშნულია, რომ არჩევნებში კონკურენტული, ფუნდამენტური თავისუფლებები საერთო ჯამში, დაცული იყო. ველით ყველა საჩივრის სამართლიან, გამჭვირვალე და მკაცრ განხილვას “, – წერს ლინდე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.