კეილ ბრაუნი, სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერის მოადგილე “ტვიტერზე” გამოქვეყნებულ განცხადებაში ამბობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი იზიარებს “ეუთოს შეფასებას:
“საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო და დაცული გახლდათ ფუნდამენტური თავისუფლებები, მაგრამ ბრალდებებმა ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ და პარტიასა და სახელმწიფოს შორის [გამყოფი] ხაზის ბუნდოვანებამ საზოგადოების ნდობა შეამცირა. ნაკლოვანებებსა და დოკუმენტაციით გამყარებულ დარღვევებზე რეაგირება უნდა მოხდეს, – წერს კეილ ბრაუნი.