საღამოს, საოლქოდან დაკარგული ოქმი, დამკვირვებლებს დილით ატვირთული დახვდათ – საარჩევნო კარუსელი მარნეულში

520

მარნეულის საოლში კომისიაში დაკარგული ოქმი, რომელსაც დამკვირვებლები მთელი ღამე ეძებდნენ, დილით კი მისი მონაცემები ცესკოს საიტზე ატვირთული დახვდათ – არჩევნების გაყალბებისა და კარუსელის ფაქტების შესახებ “მთავარი არხის” ეთერში პლატფორმა 2020-ის წევრი, გიორგი მუმლაძე საუბრობს.

მუმლაძე იხსენებს, რომ შემაჯამებელი ოქმის დაკარგვის შესახებ პოლიციას 7-ჯერ აცნობეს და მიუხედავად იმისა რომ სამართალდამცველები და შსს-ს მაღალჩინოსანი იოსებ სიგუა საოლქო კომისიასთან იყვნენ, მომხდარით არ დაინტერესებულან:

“​12-ის ნახევარზე, როცა დამთავრდა დათვლის პროცესი, მივედი საოლქოში. მე-18 უბნიდან მოვიდა მთელი მასალა და ვერ ნახეს შემაჯამებელი ოქმი. მთავარი დოკუმენტი არ იყო. კომისიის თავმჯდომარემ თქვა რომ დაკარგა, წავიდოდა და მოძებნიდა. მერე განაცხადა რომ მოპარეს და დარეკა პოლიციაში, საქმე უნდა აღიძრას, ეს ტომარა დევს ამ საოლქოში, არ მოვიდა პოლიცია საოლქო საარჩევნო კომისიაში 7- ჯერ დავრეკეთ პოლიციაში. აქ დატრიალდა კატასტროფული კარუსელი.

დილის 6-ის ნახევარზე წამოვედით საოლქოდან და დილით მხვდება ატვირთული ოქმი ციფრებით – “ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარულშიაიღო 650 ხმა, პროპორციულში – 609 ხმა” ამბობს მუმლაძე.

მისივე თქმით, ატვირთულ შემაჯამებელ ოქმებში მითითებული იყო რომ ერთი საღამოს 11 საათზე, მეორე კი ღამის პირველის ნახევარზე იყო შედგენილი.