თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სატრანსპორტო ქსელს 13 ახალი მარშუტი დაემატა, რომელიც 5 ავტობუსისა და 8 მიკროავტობუსების ხაზისგან შედგება. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ მარშუტებზე, მხოლოდ და მხოლოდ განახლებული ტრანსპორტი იმოძრავებს.
„ჩვენ 24 ოქტომბერს ახალ მარშუტებზე პრეზენტაცია გვქონდა, მოსახლეობას 10 ახალი მარშუტი წარვუდგინეთ და დღესაც მინდა, ახალ ქსელზე ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომელიც ქალაქის მასშტაბით იქნება გადანაწილებული, სხვადასხვა რაიონებში და მიმართულებით. სატრანსპორტო ქსელს 13 ახალი მარშუტი ემატება, ესაა საქალაქო მნიშვნელობის – 5 ავტობუსი და მიკროავტობუსების 8 ხაზი, ანუ საოლქო მნიშვნელობის მარშუტები. ამ ინფორმაციას ჩვენ, რა თქმა უნდა, უფრო დეტალურად, თავისი ნომრების მიხედვით მოგაწვდით – თუ რომელი ავტობუსი რა მიმართულებით იმოძრავებს. რა თქმა უნდა, ამ მარშუტებზე, მხოლოდ და მხოლოდ განახლებული ტრანსპორტი, როგორც მიკროავტობუსები, ასევე ავტობუსები იმოძრავებს“, – განაცხადა კალაძემ.