„ევროპული საქართველოს“ ლიდერები გამარტავენ, რა განსხვავებაა წლევანდელ და გასულ - 2012 და 2016 წლის არჩევნებზე მათ მიერ აღმოჩენილ დარღვევებს შორის და რამდენად დიდია წლევანდელი დარღვევების ეფექტი საბოლოო შედეგზე. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, წელს გამოვლენილი დარღვევების გავლენა დრამატული იყო, რამაც შეცვალა ბალანსი და შესაბამისად, მოახდინა გავლენა იმაზე, თუ ვინ მიიღო ხალხისგან მანდატი ქვეყნის მართვისთვის. „ორი ტიპის პრობლემაზეა საუბარი. პირველი ეს არის...
თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში მუნიციპალური და კერძო საბავშვო ბაღები დროებით დაიხურება. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოზე მიიიღეს. საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, შეთანხმდნენ, რომ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები 9 ნოემბრიდან ამოქმედდება. თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში დროებით დაიხურება როგორც მუნიციპალური, ისე კერძო საბავშვო ბაღები; ასევე, ამ ქალაქებში მიღებული იქნება სპეციალური...
წინა სტატია საქართველოს ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ის ფიზიკური პირი, ვინც 9 ნოემბრიდან გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვას დაარღვევს 2 ათასი ლარით დაჯარიმდება. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 9 ნოემბრიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეიზღუდება კომენდანტის საათი არ არის. „ჩვენ კანონმდებლობით უკვე გვაქვს განსაზღვრული სანქციები, იმ კანონით, რომელიც არეგულირებს საკარანტინო ღონისძიებებს....
ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ეს შეზღუდვა გავრცელდება როგორც ქვეითად მოსიარულეებზე, ასევე ტრანსპორტით გადაადგილებაზე. შეზღუდვა არ იმოქმედებს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და იმ პირებზე და მათ საავტომობილო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული ობიექტების ფუნქციონირებისთვის, ასევე სამედიცინო დაწესებულებების, ფარმაცევტული დაწესებულებების,...
რუსთაველმა სამოქალაქო აქტივისტებმა დავით კირკიტაძის პარლამნეტში შესვლის მოთხოვნით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის" რუსთავის ორგანიზაციის ოფისთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს. სამოქალაქო აქტვისტისა და აქციის ორგანიზატორის, გივი შანიძის განცხადებით, კირკიტაძისთვის მხარი  რუსთაველი ამომრჩევლების მესამედსაც არ დაუჭერია, თუმცა, რადგანაც მან პროპორციული სიით საპარლამენტო მანდატი მოიპოვა, უნდა შევიდეს პარლამენტში და შეასრულოს ის, რასაც რუსთაველებს მაჟორიტარ დეპუტატად არჩევის შემთხვევაში ჰპირდებოდა. "ბატონი დავითისთვის რუსთაველი ამომრჩევლების...
იმისთვის, რათა შექმნილ ვითარებას ეშველოს, საჭიროა, მეორე ტურს აზრი ჰქონდეს, – განაცხადა პოლიტიკურ ცენტრ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“. „ოპოზიცია და ხელისუფლება ამ შემთხვევაში გავიდეს მეორე ტურზე. პოლიტიკურად შევთანხმდეთ იმაზე, რომ მეორე ტურში არ მოვიპარავთ და ვინც არ უნდა იყოს გამარჯვებულ-დამარცხებული, პარლამენტში შევა იმ პირობით, რომ ერთი წლის ფარგლებში, შეიძლება, ორ თვეში,...
თბილისის საქალაქო სასამართლომ შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით „ლელოს“ საჩივარი არ დააკმაყოფილა. პარტია საბურთალოს ოლქის ოქმების გადახედვას ითხოვდა. როგორც „ლელოში“ აცხადებენ, ოქმებში ხმებსა და ხელმოწერებს შორის შეუთავსებლობა იყო. „ლელო“ სასამართლოში საბურთალოს ოლქის კიდევ 22 ოქმის გასაჩივრებას გეგმავს. „ოთხი ოქმი იყო გასაჩივრებული. ერთ-ერთ ოქმზე საოლქო კომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გადათვლილია ეს ოქმი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გადაითვალა საარჩევნო სუბიექტების მონაწილეობის გარეშე. იქ იყო ძალიან სერიოზული დარღვევები....
თანამშრომლობაზე მზად ვართ, თუ დაინიშნება ხელახალი არჩევნები და ხელისუფლება აღიარებს, რომ არჩევნები მასობრივად გაყალბდა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომელმაც საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუშინდელ განცხადებებთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. „ბრალდებულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა მე წარმომიდგენია მხოლოდ და მხოლოდ ერთი დღის წესრიგით, ხელახალი არჩევნები და ამათი გუდა-ნაბადის აკვრა. სხვა სახის თანამშრომლობა წარმოადგენს დანაშაულს ქართველი ხალხის წინაშე, და არა...
ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია მზად არის გაიაროს ოქმების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი გზა. თამარ ჟვანიამ "რუსთავი 2-ის" ეთერში აღნიშნა, რომ შესაძლებელია, სასამართლოს გადაწყვეტილების შემთხვევაში ხმები ხელახლა გადაითვალოს. "ჩვენ ვაპირებთ პროცესი გავაგრძელოთ, დავასრულოთ 2020 წლის არჩევნები, გავიაროთ ყველა სამართლებრივი გზა, მათ შორის, ახლა სასამართლოებში მიდის მნიშვნელოვანი პროცესი, როდესაც ხდება გასაჩივრება და მათ შორის, შესაძლებელია იყოს გადათვლების მოთხოვნა სასამართლოების...
წინა სტატია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელისუფლების დამხობის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში დღეს ექვსი მოწმის გამოკითხვა იგეგმება. მოწმეები უწყებაში 14:00 საათიდან არიან დაბარებულები. მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ძიება 2020 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. უწყების განცხადებით, საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, კონკრეტული პირები, საპარლამენტო არჩევნებში მათთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში,...
ჩვენთვის უცნობია ის მოტივი, რის საფუძველზეც ივანე ბურდულმა მიიღო გადაწყვეტილება და მომართა ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, იქიდან გამომდინარე, რომ არც მის უშუალო ხელმძღვანელებთან და არც ცესკოს ხელმძღვანელებთან რაიმე ტიპის კონსულტაცია მას ამის შესახებ არ ჰქონია, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რითიც გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ცესკოს...
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება "აი, ფაქტის" დათვლით, 3 791-დან 930 უბნის ოქმში (26%) რიცხვები არასწორადაა დაჯამებული. მათივე აღმოჩენით, ამ ოქმებში ხმათა რაოდენობა, ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელი და არჩევნებზე მისულთა საერთო რაოდენობა ერთმანეთს ვერ ემთხვევა. ამასთან, მათ იპოვეს 93 შესწორების ისეთი ოქმი, რომელიც მთავარ შემაჯამებელ ოქმს მაინც ვერ აბალანსებს. ასევე, 837 ოქმი, რომელშიც რიცხვები არ ჯამდება, შესწორების გარეშეა დარჩენილი. ეს მონაცემები აი, ფაქტმა იმ შესწორებების მიხედვით...
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საგენტოს მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაცია ვრცელდება. არჩევნების პერიოდში გავრცელებულ ყველა ყალბ ინფორმაციაზე სააგენტოს ჰქონდა მყისიერი რეაგირება და დადასტურდა, რომ ყველა მათგანი იყო სიყალბე, - ასე ეხმაურება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში ცესკო-ს ყოფილი თანამშრომლის, ივანე ბურდულის განცხადებას. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შეფასებით, ბურდულის მიერ გავრცელებული განცხადება, რომ „საარჩევნო სიებით მანიპულაცია...
ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ავტოპარკი შენდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ავტოპარკის მოწყობის სამუშაოებს ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე, გიგა ფარულავა გაეცნო. მისი თქმით, ზუგდიდს უკვე ჰყავს 15 ახალი ავტობუსი და მალე 25 ახალი ავტობუსი დაემატება. „ვაშენებთ ახალ, თანამედროვე სტანდარტის შესაბამის ავტოპარკს, რომლის მსგავსი მუნიციპალიტეტში არასდროს გვქონია. მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ჩვენი მთავარი საზრუნავია, მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება დაწყებულია....
დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ანა დოლიძე, დღეს საქალაქო სასამართლოში შოთის პურით მივიდა. მისი თქმით ეს სიმბოლო და ნიშანია იმისა, რომ სამართალი პურს ყოველთვის ჭამს. "მე ამათ მოვუტანე შოთის პური, როგორც სიმბოლო იმისა, რომ ყველა მოსამართლემ, მურუსიძე-ჩინჩალაძის სისტემისა, ძალიან კარგად უნდა იცოდეს, თამარ ჟვანია-კრიმინალმაც კარგად უნდა იცოდეს, რომ საბოლოო ჯამში, სამართალი პურს აუცილებლად ჭამს", — აცხადებს ანა დოლიძე. მისივე თქმით, მან საქალაქო...
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციურ ერთობაში არავის არანაირი სურვილი არ აქვს, სიტუაცია რევოლუციური სცენარით განვითარდეს. ამის შესახებ მან TV პირველთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. "ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს ოპოზიციურ პარტიებს შეხვედრა და საუბარი და არანაირი სურვილი, რომ რევოლუცია მოხდეს, არავის აქვს. პირიქით, ყველა საუბრობს იმაზე, რომ რაღაცნაირად იქნებ დავაზღვიოთ, რომ ადამიანებში არ იყოს განცდა, რომ ჩვენ სადმე შევვარდებით, რამეს ავიღებთ და ა.შ",...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ