9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში კერძო და საჯარო ბაღები დაიკეტება

901

თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში მუნიციპალური და კერძო საბავშვო ბაღები დროებით დაიხურება. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოზე მიიიღეს.

საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, შეთანხმდნენ, რომ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები 9 ნოემბრიდან ამოქმედდება.

თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში დროებით დაიხურება როგორც მუნიციპალური, ისე კერძო საბავშვო ბაღები; ასევე, ამ ქალაქებში მიღებული იქნება სპეციალური ზომები მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. დღის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება არ შეიზღუდება.