"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ საპროტესტო გამოსვლებს ყოველდღიური სახე ექნება. შაბათს, 15:00 საათზე კი, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია ჩატარდება. ზაალ უდუმაშვილის თქმით, ერთადერთი, რაზეც შეიძლება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი შედგეს, ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნაა. "მაინც დაინიშნება ხელახალი არჩევნები, პირობას გაძლევთ, დიალოგზე წამოვა თუ არ წამოვა. ეს უბრალოდ არის ფორმა, რომ კიდევ შეძლოს, რომ რაღაც სახე შეინარჩუნოს, თორემ ეხლა...
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა" და "ადამიანის უფლებათა ცენტრის" განცხადებით, კომენდანტის საათის დაწესება საქართველოს მთავრობის დადგენილებით არაკონსტიტუციურია, რადგან გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის საკანონმდებლო უფლებამოსილება საქართველოს მთავრობას არ გააჩნია. მათი თქმით, ეს ნაბიჯი აღიქმება, როგორც მიმდინარე საპროტესტო ტალღის "ჩახშობის მცდელობა", რაც NGO-ების განცხადებით, არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის ეფექტურ და პროპორციულ საშუალებას. "განსახილველი შეზღუდვის საკანონმდებლო საფუძველს, ერთი შეხედვით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის...
საპატრულო პოლიციამ აქტივისტ ნოდარ რუხაძეს პარლამენტთან შეშა არ მიატანინა. ის ქუჩაში სამართალდაცველებმა გააჩერეს და უთხრეს, რომ შეშით გადაადგილებას ვერ შეძლებდა. ამის შემდეგ რუხაძემ შეშა შტაბში წაიღო. რუხაძის განმარტებით, ისინი ღამით პარლამენტთან აპირებენ დარჩენას და შეშა გასათბობად სჭირდებოდათ. ახლა პარლამენტის წინ გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, 22:00 საათის შემდეგ კი “სირცხვილიას” დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება. სწორედ დღეიდან საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში გადაადგილება...
მეორე ტური, სავარაუდოდ, იქნება 21 ნოემბერს და ჩვენ გამოვიდეთ მშვიდობიანად და რუსთაველის გამზირიდან ვაკისპარკამდე ჯაჭვში ჩავდგეთ მეორე ტურისთვის როდესაც "ქართული ოცნება" ადმინისტრაციული რესურსის მიყვანით იქნება დაკავებული, ჩვენ გამოვიდეთ და მშვიდობიანი ჯაჭვში ჩავდგეთ. ამის შესახებ დღეს აქციაზე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. "გიფრთხილდებით, მინდა რომ შაბათს ძალიან ბევრი ვიყოთ, ლაღები და ჯანმრთელები, სწორად გამიგეთ არ გეწყინოთ. მეორე ტური, სავარაუდოდ, იქნება...
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ თუ რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება, საზოგადოება სხვა მეთოდებს მოძებნის ცვლილებებისთვის. პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, ფორმულას ეთერში უგულავამ განაცხადა, რომ ადამიანებს ცვლილებების სურვილი კი არ უქრებათ, პირიქით, უმძაფრდებათ. "თუ ჩვენ არ შევთანხმდით თამაშის წესებზე, თუ არ იქნება ცვლილების ლეგალური, ლეგიტიმური, სამართლიანი და თავისუფალი შესაძლებლობა, ადამიანებს ცვლილების სურვილი კი არ გაუქრებათ, პირიქით, ცვლილების სურვილი...
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე მორიგ მასშტაბურ აქციას გამართავს. როგორც მელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე თქვა, ბრძოლა არ შენელდება. "ბრძოლა არ შენელდება, უამრავი საპროტესტო აქცია დაემატება სხვადასხვა წერტილში ყოველდღიურად, მაგრამ მე მგონია, რომ რუსთაველის გამზირზე ჩვენ ძალიან ბევრნი კიდევ ერთხელ უნდა შევიკრიბოთ, რომ მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახოს, რომ კობახიძე-ივანიშვილი იძახის 7...
საქალაქო სასამართლოში ცესკო-სთან დაკავებული 5 პირის ადმინისტრაციული პროცესი გაიმართა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავებული 19 პირიდან სამი, მათ შორის საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კოკა თოფურია 3-3 ათასი ლარით დააჯარიმეს, 2 პირს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, დანარჩენი 14 პირის სასამართლო პროცესი კი ამ დრომდე გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის 19 მონაწილე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. ახლა პარლამენტის წინ გაერთიანებული ოპოზიციის...
ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია საქართველოში მიმდინარე აქციებს ეხმაურება. ეუთო-ს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედგების წინააღმდეგ თბილისში პოლიციასთან მომხდარი შეტაკებების შესახებ, ეუთო-ს სპეციალური კოორდინატორი და ეუთო-ს მოკლევადიანი საარჩევნო მისიის ხელმძღვანელი ელონა გებრეა ხოჯა და ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი პია კაუმა აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ძალადობისგან და ხელისუფლებას მოუწოდებენ, პატივი სცენ შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტურ თავისუფლებას. „კიდევ ერთხელ...
ქოლგების აქცია ქუთაისში - სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა თბილისში, ცესკო-სთან აქციის დარბევა გააპროტესტეს. აქტივისტები ამბობენ, რომ დაუშვებელია, მოქალაქეების წინააღმდეგ არალეგიტიმური ძალის გამოყენება. მათივე თქმით, ქოლგა არის იარაღი სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიული ღირებულებების. "სახელმწიფოს არ აქვს არანაირი უფლება გამოიყენოს დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა, რასაც ხშირი სახე აქვს ბოლო პერიოდში. მსგავსი რამ მოხდა გუშინ, რამაც გამოიწვია პროტესტი. მოვაწყვეთ პერფორმანსი, რომლის სიმბოლოც...
მოქალაქეების ნაწილი საპროტესტო აქციას სახლის აივნებიდან, ფანჯრებიდან და ეზოებიდან უერთდება. ამ ფორმის საპროტესტო აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა. "ძალიან ბევრ ჩვენგანს გვინდა, რომ გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება გაყალბებული არჩევნებისადმი — დავიცვათ საკუთარი ხმები! პანდემიისა თუ სხვა მიზეზების გამო, აქციაზე მისვლას ყველა ვერ ვახერხებთ, არადა თითოეული ჩვენთაგანის პოზიცია აუცილებლად და მკაფიოდაა გამოსახატი! შემოუერთდით პროტესტს სახლიდან! დღეს, ორშაბათს, 22:00-ზე, გამოხატეთ თქვენი პოზიცია სახლების აივნებიდან,...
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეების მისამართით წერს, რომ მათთვის ბიბლიოთეკის კარი დღეს ღამით ღია იქნება. კეკელიძე აქციის მონაწილეებს კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. "დღეს იმ აქციაზე, მეორე აქციაზე - აი, ღამით რომ იმართება, როგორც გამანდეს, არაერთი ჩემი ყოფილი და ახლანდელი სტუდენტი მიდის. შეიძლება, ზოგჯერ მე მომწონდეს ან არ მომწონდეს რაღაც კონკრეტული ნაბიჯი, ემთხვეოდეს ან არ მათ ფიქრსა და...
"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით ის, კომენდანტის საათის შემდეგ აქციაზე არ იქნება და არც საკუთარ ამომრჩევლებს სთხოვს დარჩენას. „ოპოზიცია შეჯერდა სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც აქციაზე გამოვაცხადებთ, იქნება დღეები, როცა იქნება ფართომასშტაბიანი აქციები. პირადად მე, ჩემი პარტიის წევრებს არ მოვუწოდებ, დარჩნენ აქ. ყველა ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. დღეს ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც 31 ოქტომბრის არშევნების შედეგებს ქუჩის აქციებით აპროტესტებენ და...
წინა სტატია პროკურატურამ თ.გ.-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის ფაქტზე დაკავებულებს - ა.ხ.-ს და ა.კ.-ს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს, ქ.თბილისში, ა.ხ. და ა.კ. შეხვდნენ ქ.თბილისის ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თ.გ.-ს და პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, ქრთამის...
აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია განაახლეს. როგორც ისინი აცხადებენ, პროტესტის 24-საათიან რეჟიმზე გადავიდნენ. მათივე თქმით, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს. აქციის მონაწილეების თქმით, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. აქციის მონაწილეებმა გუშინ თბილისში ცესკოს შენობასთან განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ბიძინა ივანიშვილის პირად დავალებებს ასრულებს და მშვიდობიან...
წინა სტატია რუსთაველის გამზირი საპროტესტო აქციის გამო გადაიკეტა. ამ წუთებში პარლამენტის წინ ტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილია. ორგანიზატორები დაგეგმილი საპროტესტო აქციის დასაწყებად ემზადებიან. ამ წუთებში, პარლამენტის წინ ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები იკრიბებიან. შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ღამით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ცესკოს წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, დაშლისას აქციის მონაწილეეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა თავდაპირველად აქცია რუსთაველის გამზირზე გამართეს. მას შემდეგ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ