აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია განაახლეს. როგორც ისინი აცხადებენ, პროტესტის 24-საათიან რეჟიმზე გადავიდნენ. მათივე თქმით, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. აქციის მონაწილეებმა გუშინ თბილისში ცესკოს შენობასთან განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ბიძინა ივანიშვილის პირად დავალებებს ასრულებს და მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობს.
ცნობისთვის, ბათუმში უკვე მეორე დღეა საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. აჭარის მთავრობის სახლთან გაშლილია კარვები.