წინა სტატია
"მე არ მჩვევია მელიას სტილში ყაყანი და ბრალდებების უმისამართოდ ფრქვევა. მის დონეზე არ და ვერ დავალ", - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი ნიკა მელიას განცხადებას, რომლის მიხედვით, ენმ-ის შტაბი, კალაძე-კობიაშვილთან დაახლოვებული ე.წ. კანონიერი ქურდის, ნოდარ შუკაკიძის დავალებით გადაწვეს.
ლევან კობიაშვილი მელიას ამ განცხადებას "ცილისწამებას" უწოდებს და ამბობს, რომ სამართალდამცავი უწყებები "აუცილებლად დაადგენენ", ვის ინტერესში იყო,...
როცა საუბარია „სირცხვილის კორიდორზე“, ეს არ უნდა იყოს გაგებული ისე, რომ ვიღაცა ვიღაცის ბლოკირებას აპირებს , - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ლევან ვარშალომიძის ინიციატივას 21 ნოემბერს საარჩევნო უბნებთან „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საზოგადოებამ „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობა არასწორად გაიგო.
როგორც მელიამ განმარტა, ბათუმში “ახალგაზრდებს აქვთ სურვილი, რომ მდუმარედ, გაყალბებული ოქმებით ხელში, გააპროტესტონ ის უბანი, სადაც აჭარის...
თბილისის საქალაქო სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის და ხმების ხელახლა გადათვლის მოთხოვნით, „ლეიბორისტული პარტიის” მიერ წარმოდგენილი საჩივარი არ დააკმაყოფილა.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ განაცხადა, მოსამართლის მხრიდან იმის ახსნა-განმარტება თუ რატომ არ დააკმაყოფილეს მათი საჩივარი არ ყოფილა.
მისივე თქმით, მათი ვალდებულებაა, რომ შიდასამართლებრივი რესურსი ამოწურონ და სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოშიც გაასაჩივრებენ.
,,სასამართლომ ჩვენი სარჩელი...
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი მეორე ტურის დროს საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნების მოწყობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ვინც სხვის ამომრჩეველსაც პატივს არ სცემს, ნდობა არ ექნება.
"არ ვიცი იდეა, მოქალაქეებისთვის მეორე ტურზე სირცხვილის დერეფნების მოწყობის, ვის ეკუთვნის. მხოლოდ ვიცი, რომ ის პოლიტიკოსები, ვინც სხვის ამომრჩეველს იმდენივე პატივს არ სცემენ, რამდენსაც საკუთარს, ვერავის ნდობას ვერ დაიმსახურებენ", - წერს სამადაშვილი.
გუშინ, 15 ნოემბერს ბათუმში გამართულ...
პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნების მოწყობას კატეგორიულად არ ეთანხმება.
"21 ნოემბერს, საარჩევნო უბნებთან ქართული ოცნების მხარდაჭერებისთვის სირცხვილის დერეფნების მოწყობას კატეგორიულად არ ვეთანხმები! ნებისმიერი პარტიის, მათ შორის ოცნების გუწრფელ მხარდამჭერებს და მათ ნებას პატივს ვცემ. მინდა რომ ნელ ნელა, თანდათან სიძულვილი საერთოდ გაქრეს ჩვენი პოლიტიკური სივრციდან და აქ მხოლოდ იდეების ჭიდილი იყოს. ჩემთვის არჩევნების ბინძურად ჩატარებაა...
წინა სტატია
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთამ ლიდერმა და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ის პირები დაასახელა, ვინც მისი ინფორმაციით, გლდანში, მისი საარჩევნო შტაბი გადაწვა. მელია ორგანიზატორად კალაძე-კობიაშვილს, შემსრულებლებად კი ე.წ. კანონიერ ქურდ ნოდარ შუკაკიძეს და მის ძმას, ლევან შუკაკიძეს ასახელებს. მელიას თქმით, ნოდარ შუკაკიძე ამჟამად საბერძნეთში, საპატიმროშია, თუმცა მუდმივი კავშირი აქვს გლდანის დანაშაულებრივ სამყაროსთან, ხოლო მის ძმას, ლევან შუკაკიძეს სუს-თან:
რევანშისტულმა მოძალადე...
"კომუნალური გადასახადების სუბსიდირებით დასუფთავების ძველი დავალიანების დაფარვა რომ მოხდეს, მთავრობის შესაბამისი დადგენილებაა საჭირო", - ამ განცხადებას გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი აკეთებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ზვიად ანესაშვილის თქმით, თვითმმართველობა ამ საკითხზე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებს. მისი ინფორმაციით, მოქალაქეთა ნაწილს, 2013 წლიდან ამ დრომდე დასუფთავების გადასახადი დასაფარი აქვს 80-100 ლარის ოდენობით, ნაწილი კი მას ეტაპობრივად იხდის.
"წლების განმავლობაში, მოქალაქეები ნაგვის...
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიცია ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქში აგიტატორებს აორმაგებს.
"მიუხედავად მათი განცხადებებისა, ოპოზიცია მაინც მუშაობს თავისი აგიტატორების მეშვეობით ველზე, როგორც ამას პარტიული სუბიექტები ეძახიან. ისინი ზოგიერთ საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში აორმაგებენ კიდევაც, ორგან დაფიქსირდა ასეთი ფაქტი, მათი აგიტატორების რაოდენობას, ასე რომ, მათი განცხადებები აცდენილია მათი მოქმედებებიდან", — ამბობს მდინარაძე.
ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ...
პარლამენტში მმართველი გუნდის ყოფილი წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის ზოგიერთ მოთხოვნასთან დაკავშირებით მას კითხვები უჩნდება. კერძოდ, ოპოზიცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევას მოითხოვს. როგორც ჩუგოშვილი TV პირველის ეთერში აღნიშნავს, მისთვის გაუგებარია ეს მოთხოვნა, რომელიც მოწვევის პარლამენტმა უნდა შეასრულოს.
ჩუგოშვილის თქმით, ოპოზიცია ისეთ მოთხოვნებს აყენებს, რომელსაც პარლამენტი სჭირდება და ცვლილებებიც საკანონმდებლო ორგანოში უნდა განხორციელდეს.
"ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უნდა...
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმებისა და მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის თაობაზე "ნაციონალური მოძრაობის” საჩივრის განხილვა მიმდინარეობს.
როგორც პროცესის დაწყებამდე ,,რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა, „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას“ წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა, მთელი პროცესი, რომელიც საჩივრების და სარჩელების განხილვას ეხებოდა სრულიად უკანონოდ მიმდინარეობდა.
მისივე თქმით, შემაჯამებელი ოქმები არ ასახავს ამომრჩევლის ნებას...
საახალწლოდ რუსთავის ქუჩები დეკემბრის თვის დასაწყისიდან მოირთვება. "რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელის, რევაზ გოგიძის განცხადებით, საახალწლო ილუმინაციებისა და დეკორაციების მონტაჟს სამსახურის ტექნიკური ჯგუფები დეკემბრის დასაწყისიდან შეუდგებიან. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.
გოგიძის ინფორმაციით, იმ საახალწლო აქსესუარების განახლება, რომელიც რუსთავის ქუჩებში შარშან გამოიყენს, ამ ეტაპზე არ მომხდარა, თუმცა აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.
საახალწლო განათებების მონტაჟისთვის, მიმდინარე წელს, რუსთავის ბიუჯეტიდან 75 000 ლარია გამოყოფილი.
სხვა დამატებითი დეტალები,...
მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა საბავშვო ბაღი და სკოლამდელი მზაობის ცენტრი დაიხურა. გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს.
ბაღების ხელმძღვანელის, ზაურ ქარამოვის განცხადებით, ამ ეტაპზე უცნობია თუ როდის განაახლებენ დაწესებულებები ფუნქციონირებს. მისივე თქმით, სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღებენ.
მარნეულში ჯამში 14 საბავშვო ბაღი და 16 სკოლამდელი მზაობის ცენტრია.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში 15 დღეზე მეტია ნარჩენებისგან გავსებული ნაგვის ურნები არ დაცლილა. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი გვეუბნება, სოფლიდან ნარჩენები ბოლოს არჩევნებამდე გაიტანეს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
„გავსებული ნაგვის ურნების სურათს რომ ვდებთ სოციალურ ქსელში, მერე კომუნალურის თანამშრომლები მოდიან და გააქვთ ნაგავი. ასეთი მდგომარეობა იწვევს დაავადებებს“- ამბობს ადგილობრივი, რომელიც ანონიმურობის დაცვის გარანტით ჩავწერეთ.
„როგორც შპს „სუფთა მარნეულის“ დირექტორი, ლერი მუმლაძე აცხადებს,...
„სირცხვილის დერეფანი“ საარჩევნო უბნებთან სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, არჩევნების დღე მოქალაქის დღეა, მათ შორის, იმ მოქალაქისაც, „რომელიც ჩემი აზრით, მცდარ ნაბიჯს დგამს“.
„ამ ერთ დღემდე 4 წელი გვქონდა პოლიტიკოსებს იმისათვის, რომ მოქალაქე დაგვერწმუნებინა, გაგვემაგრებინა, დაგვეცვა და თუ ეს ვერ შევძელით და თუ ჩვენს შორის ვინმეს უნდა რცხვენოდეს, უნდა გვრცხვენოდეს ჩვენ...
2020 წლის არჩვენების მეორე ტურის გამართვამდე ოთხი დღე დარჩა. ქუთაისში განმეორებით ჩატარდება როგორც პარლამენტის, ასევე მერის არჩევნები. მეორე ტურისთვის ემზადებიან "ქართული ოცნების" კანდიდატები. ოპოზიციამ კი საარჩევნო უბნებიდან წარმომადგენლები უკვე გაიწვია. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
"არანაირი წინაპირობა არ ყოფილა იმისა, რომ მეორე ტურში მიგვეღო მონაწილეობა. ეს არის გაყალბებული არჩევნები და მონაწილეობას აზრი არ აქვს. ყველა ჩვენი წარმომადგენელი კომისიებიდან უკვე გამოწვეულია. ვითხოვთ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ე.წ. ლოქდაუნის გამოცხადება არ განიხილება, თუმცა, რიგი შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება.
ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“შეზღუდვებზე დღესაც იყო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მსჯელობა, დამატებითი კონსულტაციები გაიმართება საღამოს, ხვალ და კიდევ უფრო გამკაცრდება მთელი რიგი შეზღუდვები ქვეყანაში. ლოქდაუნი, ანუ სრული ჩაკეტვა, რაც განახორციელა ჩინეთმა ვუჰანში, ასეთი რამ არ განიხილება, განიხილება სერიოზული...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































