საახალწლო განათებებისთვის წელს რუსთავში 75 000 ლარი დაიხარჯება

692

საახალწლოდ რუსთავის ქუჩები დეკემბრის თვის დასაწყისიდან მოირთვება. “რუსთავსერვის ცენტრის” ხელმძღვანელის, რევაზ გოგიძის განცხადებით, საახალწლო ილუმინაციებისა და დეკორაციების მონტაჟს სამსახურის ტექნიკური ჯგუფები დეკემბრის დასაწყისიდან შეუდგებიან. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს. 

გოგიძის ინფორმაციით, იმ საახალწლო აქსესუარების განახლება, რომელიც რუსთავის ქუჩებში შარშან გამოიყენს, ამ ეტაპზე არ მომხდარა, თუმცა აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

საახალწლო განათებების მონტაჟისთვის, მიმდინარე წელს, რუსთავის ბიუჯეტიდან 75 000 ლარია გამოყოფილი.

სხვა დამატებითი დეტალები, როგორ შეხვდება 2021 წელს რუსთავი, ჯერჯერობით ცნობილი არაა. განახლდება თუ არა მთავარი საახალწლო ნაძვის ხე და იქნება თუ არა ქალაქი მორთული სხვადასხვა ორიგინალური დეკორაციით, ამასთან დაკავშირებით “ინფო რუსთავი” ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.