2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე რამდენიმე რეგიონში საარჩევნო უბნები 08:00 საათზე ვერ გაიხსნა. როგორც ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, უბნების გახსნა უამინდობის გამო ვერ მოხერხდა. „მოგეხსენებათ, 08:00 საათზე იხსნება ყველა უბანი. ერთეული უბნების გახსნა ვერ მოხერხდა უამინდობის გამო. ხადას ხეობაში შედარებით გვიან გაიხსნა საარჩევნო უბანი (11.28.33); რაც შეეხება შატილს, აქ ვერ იხსნება უბანი (11.28.34), ვინაიდან ვერტმფრენი უამინდობის გამო ვერ...
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. კენჭისყრის პროცესის დაწყებისა და არჩევნების მიმდინარეობის შესახებ მედიას ინფორმაცია ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა მიაწოდა. „17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება და ასევე ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური ტარდება. დღეს ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისათვის გადაეცემათ ერთი ბიულეტენი, ქუთაისში კი, სადაც ასევე...
ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ბოიკოტის მოუხედავად, ოპოზიცია მეორე ტურისთვის ამომრჩევლის მობილიზებას ეცდება. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. "მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ საჯაროდ უარი განაცხადა მეორე ტურში მონაწილეობაზე, მათი კანდიდატები ხვალ წარმოდგენილნი იქნებიან საარჩევნო ბიულეტენებზე და ისინი კვლავაც სრულფასოვან კანდიდატებად რჩებიან. გარდა ამისა, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების დიდ ნაწილში ოპოზიციური პარტიები აქტიურად მუშაობენ ხვალ ამომრჩევლის მობილიზებისათვის", — განაცხადა კალაძემ. მან ქართული...
ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ელჩებისა და მმართველი პარტიის ინდივიდუალური შეხვედრა ჯერ არ ყოფილა. "როგორც კი ჩაინიშნება ქართული ოცნების წარმომადგენლებთან, ეს ცნობილი გახდება", — განაცხადა კალაძემ. დღეს, 20 ნოემბერს ფასილიტატორმა ელჩებმა ოპოზიციის ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრების გამართვა დაიწყეს. "მე პირადად ოპტიმისტი ვარ ცხოვრებაში და, ასევე, პოლიტიკაშიც და ძალიან დიდი იმედი მაქვს, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენმა მოსახლეობამ დააფიქსირა თავისი მოსაზრება, თუ როგორ...
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები სახელმწიფოებრივად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და პარლამენტში მუშაობას გააგრძელებენ. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ჯერჯერობით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ელჩებს არ შეხვედრიან. „ჯერ ელჩებთან შეხვედრა არ ყოფილა. ისინი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდებიან. როგორც კი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩაინიშნება, ეს ყველაფერი ცნობილი გახდება, როგორც თქვენთვის, ასევე საზოგადოებისთვის. ჩემს მიმართვაში მგონი არაფერია ცუდი....
საუბნო საარჩევნო კომისიები ხვალ 12-კაციანი შემადგენლობით ვერ იმუშავებენ. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას" და „ევროპულ საქართველოს" არჩევნების მეორე ტურზე, ხვალ, ოლქებში და უბნებზე კომისიის წევრები არ ეყოლებათ. მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას" ასევე არ ეყოლება უბნებზე სუბიექტების წარმომადგენლებიც. იოსელიანის თქმით, უბნებზე რჩება, „ქართული ოცნების" და „პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები და ასევე ოლქის მიერ დანიშნული წევრები. ამასთან, იოსელიანის განმარტებით, წევრების და...
21 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება. ქუთაისში ასევე გაიმართება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური. იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს 31 ოქტომბრის არჩევნებში შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი, ჯამში 6 საარჩევნო სუბიექტის წარდგენილი კანდიდატები. „21 ნოემბერს მეორე ტურზე, ამომრჩევლებს 1914...
კრიზისის განმუხტვის გასაღები არის „ქართული ოცნების“ ხელში და არა ოპოზიციის ხელში, ეს ყველას უნდა გვესმოდეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრამდე განაცხადა. მისივე თქმით, ინდივიდუალური შეხვედრების მიზანი შესაძლოა, ის იყოს, რომ ყველამ სრულფასოვნად გამოხატოს საკუთარი პოზიცია, რისი შესაძლებლობაც, საერთო ფორმატისას ნაკლებად არის. „არ მგონია, რომ აქ რამე განსაკუთრებული ხდებოდეს. ალბათ, უფრო მეტი დრო რომ...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომდევნო წლის ბიუჯეტი 38 მილიონ 500 ათასი ლარი იქნება. ამის შესახებ პროექტის დოკუმენტში ვკითხულობთ. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს. აქვეა განსაზღვრული პრიორიტეტები და მიმართულებები, რომლესაც მომავალ წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. მათგან ერთ-ერთია სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება. პროექტით, 2021 წლისათვის 3 140 000 ათასი ლარი ჯანდაცვის ხელშეწყობის და სხვადასხვა სოციალური სახის 20 პროგრამის...
video
„სექსი პატარა ქალაქში“ - ამ შინაარსის წარწერით ბათუმში ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან ბანერი გადმოფინეს. ფოტოზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები არიან გამოსახულები. ბილგბორდი რამდენიმე ადამიანმა გამოფინა, მათ შორის იყო შპს „ბათუმის წყლის“ თანამშრომელი გიორგი გიორგაძე. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს. ტვ25-ის ცნობით, გიორგი გიორგაძემ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. კომპანიის პრესსამსახურში კი თქვეს, რომ მათი თანამშრომელი შვებულებაშია. ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში განაცხადეს, რომ პირი, რომელმაც ბანერი უნებართვოდ...
რუსთავის მერია
რუსთავში 1 სამუსიკო სკოლი რეაბილიტაცია დაიწყო. სამუსიკო დარბაზი, რომელიც თანამედროვე სტანდარტების მიხედვით განახლდება, დასრულებულ სახეს 2021 წლის მარტში მიიღებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ადგილზე მოინახულა. ტაბაღუას თქმით, დარბაზის გამოყენება რუსთავში არსებული 4-ვე სამუსიკო სკოლისთვის იქნება შესაძლებელი. "პირველი სამუსიკო სკოლის შენობა, სადაც ახლა ვიმყოფებით, ისტორიული შენობაა. დარბაზი, რომელსაც რეაბილიტაცია უტარდება, არის ერთ-ერთი უნიკალური დარბაზი, სადაც რუსთავში არსებული 4-ვე სამუსიკო სკოლა...
2021 წლის მარტამდე „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულ გეგმურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა ჩერდება. აღნიშნულს საქართველოს მთავრობის №688 დადგენილება ითვალისწინებს. „COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, 2020 წლის 10 ნოემბრიდან 2021 წლის პირველ მარტამდე შეჩერდეს ამავე დადგენილების დანართ №1-ით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულ გეგმურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა, გარდა სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის...
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2021 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები განიხილეს. განხილვას  მოსახლეობაც ესწრებოდა, თუმცა, საჯარო განხილვა რამდენიმე წუთში დასრულდა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. ხელვაჩაურის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი დაახლოებით 19 მილიონ 898 ათას ლარს შეადგენს. მომდევნო წელს ხელვაჩაურის 46 სოფელში  ფერდსამაგრი კედლების მოწყობაა გათვალისწინებული, რისთვისაც ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი დაიხარჯება.
30 წელია ჩვენი ქვეყანა ტრიალებს ერთ სპირალზე, ყალბდება არჩევნები და პოლიტიკური ოპოზიცია, მიუხედავად ამისა, მაინც შედიოდა უკეთესი არჩევნების იმედით პარლამენტში, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გერმანიის ელჩის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს“. უგულავას თქმით, სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს, პოლიტიკური ოპოზიცია არ აპირებს სიყალბეში მონაწილეობას. „არც ერთი შემდგომი არჩევნები არ ყოფილა...
კრიზისის განმუხტვის გასაღები არის „ქართული ოცნების“ ხელში და არა ოპოზიციის ხელში, ეს ყველას უნდა გვესმოდეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრამდე განაცხადა. მისივე თქმით, ინდივიდუალური შეხვედრების მიზანი შესაძლოა, ის იყოს, რომ ყველამ სრულფასოვნად გამოხატოს საკუთარი პოზიცია, რისი შესაძლებლობაც, საერთო ფორმატისას ნაკლებად არის. „არ მგონია, რომ აქ რამე განსაკუთრებული ხდებოდეს. ალბათ, უფრო მეტი დრო რომ იყოს...
ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან ოპოზიციური პარტიების ინდივიდუალური მოლაპარაკებები გრძელდება. ცოტა ხნის წინ საუბარს ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი შეუერთდა, რომელმაც აღნიშნა, რომ რა შეიძელბა იყოს კომპრომისი, ეს პარტიების ლიდერებმა თავად უნდა გადაწყვიტონ. ამ წუთებში შეხვედრა "გირჩის" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ და "ლელოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ დატოვეს. "კონკრეტული გზავნილები არ ყოფილა, იყო შეხვედრა, ჩავთვალოთ, რომ მოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის მოსამზადებელი წინასწარი შეხვედრა, სადაც ფასილიტატორები ცდილობენ იპოვონ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ