„სექსი პატარა ქალაქში“ – ამ შინაარსის წარწერით ბათუმში ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან ბანერი გადმოფინეს. ფოტოზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები არიან გამოსახულები. ბილგბორდი რამდენიმე ადამიანმა გამოფინა, მათ შორის იყო შპს „ბათუმის წყლის“ თანამშრომელი გიორგი გიორგაძე. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
ტვ25-ის ცნობით, გიორგი გიორგაძემ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. კომპანიის პრესსამსახურში კი თქვეს, რომ მათი თანამშრომელი შვებულებაშია.
ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში განაცხადეს, რომ პირი, რომელმაც ბანერი უნებართვოდ განათავსა, უკვე დააჯარიმეს და კანონის შესბამისად სამართალდარღვევის ოქმი შედგა, რომელიც სასამართლოს განსახილველად გადადაეგზავნება.
ცნობისთვის, ამ კორპუსში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანი გიორგი მანველიძე ცხოვრობს. მონაწილეობდა თუ არა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი პროცესში, უცნობია, მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.