რუსთავში სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო

439
რუსთავის მერია

რუსთავში 1 სამუსიკო სკოლი რეაბილიტაცია დაიწყო. სამუსიკო დარბაზი, რომელიც თანამედროვე სტანდარტების მიხედვით განახლდება, დასრულებულ სახეს 2021 წლის მარტში მიიღებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ადგილზე მოინახულა. ტაბაღუას თქმით, დარბაზის გამოყენება რუსთავში არსებული 4-ვე სამუსიკო სკოლისთვის იქნება შესაძლებელი.

“პირველი სამუსიკო სკოლის შენობა, სადაც ახლა ვიმყოფებით, ისტორიული შენობაა. დარბაზი, რომელსაც რეაბილიტაცია უტარდება, არის ერთ-ერთი უნიკალური დარბაზი, სადაც რუსთავში არსებული 4-ვე სამუსიკო სკოლა მართავს ღონისძიებებს და იყო დიდი სურვილი, როგორც ბავშვების, ისე მშობლებისა და ამ სკოლებში დასაქმებულების მხრიდან, რომ ქალაქს ჰქონოდა სამუსიკო დარბაზი”, – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, დარბაზში გახმოვანების თანამედროვე სისტემა მოეწყობა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 500 000 ლარია გათვალისწინებული.