ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ბოიკოტის მოუხედავად, ოპოზიცია მეორე ტურისთვის ამომრჩევლის მობილიზებას ეცდება. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
“მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ საჯაროდ უარი განაცხადა მეორე ტურში მონაწილეობაზე, მათი კანდიდატები ხვალ წარმოდგენილნი იქნებიან საარჩევნო ბიულეტენებზე და ისინი კვლავაც სრულფასოვან კანდიდატებად რჩებიან. გარდა ამისა, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების დიდ ნაწილში ოპოზიციური პარტიები აქტიურად მუშაობენ ხვალ ამომრჩევლის მობილიზებისათვის”, — განაცხადა კალაძემ.
მან ქართული ოცნების მხარდამჭერებს არცევნებზე წასვლისკენ მოუწოდა.