ცდილობენ პოზიციების დაახლოების წერტილი იპოვონ – ჰარცელთან ოპოზიციის მორიგი შეხვედრა დასრულდა

563

ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან ოპოზიციური პარტიების ინდივიდუალური მოლაპარაკებები გრძელდება. ცოტა ხნის წინ საუბარს ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი შეუერთდა, რომელმაც აღნიშნა, რომ რა შეიძელბა იყოს კომპრომისი, ეს პარტიების ლიდერებმა თავად უნდა გადაწყვიტონ.

ამ წუთებში შეხვედრა “გირჩის” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ და “ლელოს” ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ დატოვეს.

“კონკრეტული გზავნილები არ ყოფილა, იყო შეხვედრა, ჩავთვალოთ, რომ მოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის მოსამზადებელი წინასწარი შეხვედრა, სადაც ფასილიტატორები ცდილობენ იპოვონ დაახლოების წერტილები ოპოზიციისა და ხელისულფების პოზიციებთან”, – თქვა ზრუა ჯაფარიძემ.

მისი განცხადებითაც, ოპოზიციის პოზიცია უცვლელია და შეხვედრაზე რამე თხოვნა ან მოწოდება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით არ ყოფილა.

“ამ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილავდით შექმნილ ვითარებას და ვმსჯელობდით, გამოსავლისა და კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობებზე, სხვა დეტალებს ვერ მოგახსენებთ. იმედი გვაქვს, რომ ქართული ოცნება, ასევე, პასუხისმგებლიანად მიუდგება იმ რთულ ვითარებას, რომელშიც ყველანი ვიმყოფებით და ჩვენ მზად ვართ, ვიმუშავოთ მათთან ერთად, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვალაი მოიძებნოს”, – თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან შეხვედრები ამ დრიოსთვისაც გრძელდება. შეხვედრა უკვე დაასრულეს “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ და “ლებორისტების” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა. ორივე მათგანმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა.