კახა კალაძე ოპოზიციაზე: ვიმედოვნებ, მიიღებენ სახელმწიფოებრივად სწორ გადაწყვეტილებას და პარლამენტში მუშაობას გააგრძელებენ

312

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები სახელმწიფოებრივად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და პარლამენტში მუშაობას გააგრძელებენ. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ჯერჯერობით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ელჩებს არ შეხვედრიან.

„ჯერ ელჩებთან შეხვედრა არ ყოფილა. ისინი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდებიან. როგორც კი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩაინიშნება, ეს ყველაფერი ცნობილი გახდება, როგორც თქვენთვის, ასევე საზოგადოებისთვის. ჩემს მიმართვაში მგონი არაფერია ცუდი. რაც შეეხება კრიზისს, ვიმედოვნებ, რომ ისინი მიიღებენ სახელმწიფოებრივად სწორ გადაწყვეტილებას და პარლამენტში მუშაობას გააგრძელებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ქვეყნის იმიჯისთვის. მინდა ელჩებს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თანამშრომლისა და მხარდაჭერისთვის. ვფიქრობ, მათი ჩართულობით ეს შესაძლებელი იქნება, დაველოდოთ“,-განაცხადა კალაძემ.