15 დეკემბრიდან ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლები კომუნალურ სერვისებზე ელექტრონულ ქვითრებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით (სმს-ით) მიიღებენ იმ მობილური ტელეფონის ნომერზე, რომელიც დაფიქსირებული აქვთ შესაბამისი კომუნალური მომსახურების კომპანიაში, – ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
სემეკი მოუწოდებს მომხმარებლებს, ელექტრონული ქვითრების მისაღებად კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ საკონტაქტო ტელეფონის ნომრები კომპანიების ცხელი ხაზის ან USSD კოდის – *303#-ის საშუალებით. მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში,...
დედაქალაქის საკრებულოში დღეს თბილისის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
პირველადი დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს დედაქალაქის მერია 840 მილიონ ლარს დახარჯავს, რაც 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 181 მილიონი ლარით ნაკლებია. თუმცა, როგორც საკრებულოში აღნიშნეს, ეს არის პირველადი ვარიანტი, შესაბამისად, საკრებულოს უმრავლესობა, ცენტრალური ბიუჯეტიდან სულ ცოტა 100 მილიონი ლარის ოდენობის ტრანსფერს ელოდება, რაც მათი თქმით, თბილისის ბიუჯეტს მილიარდ ლარამდე გაზრდის.
პრიორიტეტად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურული პროექტები...
სენაკის მუნიციპალიტეტის ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სოფლის ცენტრამდე გზის რეაბილიტაციის პრობლემის მოგვარებას მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა, რაც დღევანდელი ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით მოგვარდა.
პროექტის ღირებულება 216 848, 78 ლარს შეადგენს. მათ შორის, 2020 წელს შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება 181 373 ლარია, 2021 წლის - 35 475, 78...
ხარაგაულის ახლადარჩეული მერი, კობა ლურსმანაშვილი, უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა.
ახლადარჩეული მერი პირველივე სამუშაო დღეს აქტიურად ჩაერთო მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების გადაჭრაში.
კობა ლურსმანაშვილმა საჯარო მოხელეებთან თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვა და განაცხადა, რომ სამომავლოდ საკადრო ცვლილებები იქნება, თუმცა ის ადამიანები, რომლებიც პირნათლად ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. მისივე თქმით, კანონის ფარგლებში, მკაცრად გაკონტროლდება ყველა ის საკითხი, რაც ხარაგაულის ინტერესებისა და განვითარებისათვის...
გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში მოქალაქეებმა სკამები დაამტვრიეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აღნიშნული სკვერის მოვლა-პატრონობა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ვალდებულებაა.
კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელი ბაჩანა გვიანიშვილი ამბობს, რომ ახლო მომავალში პარკის რეაბილიტაცია იგეგმება.
"როგორც ვიცი, მერია აპირებს აღნიშნული სკვერის რეაბილიტაციას და შესაბამისად, გამოიცვლება დაზიანებული სკამები. წელს გამწვანების სამუშაოები ჩავატარეთ ამ ტერიტორიაზე" , - განაცხადა ბაჩანა გვიანიშვილმა.
მისივე განმარტებით, მერია სავარაუდოდ, პარკის რეაბილიტაციისთვის...
გორის დასვენებისა და კულტურის პარკში "ახალბაღი" არსებული ზოოპარკის ბინადრებს, დროებით, თბილისში გადმოიყვანენ ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელის ბაჩანა გვიანიშვილის განმარტებით, ცხოველებს და ფრინველებს "ახალბაღის" რეაბილიტაციის დაწყებამდე გადაიყვანენ.
"თბილისის ზოოპარკში გადავიყვანთ ყველა ცხოველს და ფრინველს, რომელიც "ახალბაღში" გვყავს. გამომდინარე იქიდან, რომ რეაბილიტაციის დაწყების თარიღი ჯერ ცნობილი არ არის, ჩვენც არ ვიცით როდის გადავიყვანთ. ყოველ შემთხვევაში ის გარკვეულია, რომ "ახალბაღის" რეაბილიტაციის დროს, ცხოველების...
ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა "რუსთავი 2-თან" განაცხადა, რომ მას მოლაპარაკებების შესახებ პატარა სიახლე აქვს.
„სიმართლე გითხრათ, ცოტა მაქვს სიახლე, მოლაპარაკებები გრძელდება. ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ ვიპოვოთ გზა, თუ როგორ გამოვნახოთ გამოსავალი. იმისათვის, რომ წინ წავწიოთ, ეს მნიშვნელოვანი დისკუსიაა. ჯერ არ ვიცი, მოლაპარაკების მესამე რაუნდი როდის გაიმართება, ეს განსაზღვრული არ არის, ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ევროკავშირის ელჩმა ასევე განაცხადა, რომ...
წინა სტატია
„სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელს", "გირჩს", "ლელოსა" და „ევროპულ საქართველოს“ შორის შესაძლო ბლოკის შექმნის ან გაერთიანების თაობაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან მართავს მოლაპარაკებებს, თუმცა, აღნიშნულ საკითხზე ცალკე მსჯელობა არ მიმდინარეობს.
„არანაირი ბლოკი არ იგეგმება. ჯერ არჩევნებიც არ ჩანს ჰორიზონტზე. შესაბამისად, რომელ ბლოკზეა საუბარი. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ხვდება ყველა...
შემდეგი სტატია
„ევროპული საქართველოს" წევრმა, ლევან თარხნიშვილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ 4 პარტიას „ევროპულ საქართველოს, „გირჩს", „სტრატეგია აღმაშენებელსა" და „ლელოს" შორის შესაძლო კოოპერაციის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა, მისი თქმით, ჯერ უცნობია, იქნება თუ არა მათ შორის ამ საკითხზე კონსენსუსი.
თარხნიშვილის თქმით, ზემოთაღნიშნულ 4 პარტიას შორის უფრო მეტი თანხვედრა არსებობს.
„ჩვენ ვლაპარაკობთ რამდენიმე პარტიასთან შესაძლო კოოპერაციაზე და შესაძლო საარჩევნო კოოპერაციაზე, მათ შორის თქვენს მიერ ჩამოთვლილ...
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოების საკითხი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე რომელიც პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღინიშნა, რომ წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებაზე მსჯელობა, ბიზნესსექტორის და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით, აქტიურად მიმდინარეობს და კონკრეტული გადაწყვეტილებები უახლოეს პერიოდში მიიღება.
"მთავრობის მიზანია, ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად, ერთობლივად იყოს მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ერთის მხრივ ნაკლებად დააზიანებს ეკონომიკას და...
თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გორის, გარდაბნის, ფოთისა და მარნეულის სკოლებში სასწავლო პროცესი 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.
„ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გორში, გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში სასწავლო პროცესი 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე ყველა კლასის...
ჩვენი მეგობრები რა თქმა უნდა, ძალიან შეშფოთებულები არიან იმ ვითარებით, რომელიც შექმნილია. ვგულისხმობ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც სამწუხაროდ სახეზეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ერთ-ერთმა ბადრი ჯაფარიძემ განუცხადა.
მისი თქმით, კრიზისიდან გამოსავლი პოლიტიკური შეთანხმებაა.
„საუბარია პოლიტიკურ შეთანხმებაზე ვადამდელ არჩევნებთან და მისი ჩატარების წესებთან დაკავშირებით. ასევე ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლაზე. ახლა მთავარი საზრუნავი პოლიტიკური შეთანხმების მიღწევაა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ პოლიტიკური პროცესები...
იმის ნაცვლად, რომ ისინი რეალურად ებრძოდნენ ქვეყანაში არსებულ უმძიმეს ვითარებას, რომელზეც პირდაპირ არიან პასუხისმგებლები, ახლა ცდილობენ სულ ტყუილად ისრები გადაიტანონ ოპიზიციაზე, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, კორონავირუსის გავრცელების ის დინამიკა, რაც დღეს ქვეყანაშია, საპროტესტო აქციებს უკავშირდება.
უდუმაშვილის განმარტებით, აქციები ღია სივრცეში იმართებოდა და ინფიცირებულთა რაოდენობის მატებაში ოპოზიციის ბრალეულობის არავის არ ჯერა.
,,კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ...
გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე,...
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საველე ჰოსპიტლების გამოყენება არ განიხილება.
როგორც მინისტრმა მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, ამ ეტაპზე ხდება ჩვეულებრივი ჰოსპიტლების და სასტუმროების გამოყენება და ამასთან, იგეგმება დამატებითი ჰოსპიტლების ჩართვა პროცესში.
„საველე ჰოსპიტლებს არ განვიხილავთ, ვინაიდან გვაქვს მრავალი ქვეყნის მაგალითი, სადაც საველე ჰოსპიტლების მობილიზაცია მოხდა, მაგრამ შემდეგ იქ არცერთი პაციენტის მკურნალობა არ მოხდა. არის მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა, სადაც...
გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, პატარა ტბის დასახლებაში, წინამძღვრიშვილის ქუჩის გზის საფარის მოწესრიგება დაიწყო.
კერძოდ, საგზაო სამუშაოების ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი დაახლოებით, 425 გრძივ მეტრზე ეწყობა. რის შემდეგაც, დაახლოებით, 4 623 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი, ასფალტის ორი ფენა საფარი დაიგება, მოეწყობა ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები. აღნიშნული პროექტისთვის 457 765 ლარი არის გათვალისწინებული.
“სამუშაოებს, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































