სენაკის სოფელ ხორშში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების I ეტაპი დასრულდა

545

სენაკის მუნიციპალიტეტის ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სოფლის ცენტრამდე გზის რეაბილიტაციის პრობლემის მოგვარებას მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა, რაც დღევანდელი ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით მოგვარდა.

პროექტის ღირებულება 216 848, 78 ლარს შეადგენს. მათ შორის, 2020 წელს შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება 181 373 ლარია, 2021 წლის – 35 475, 78 ლარი.

სამუშაოები სს ,,არქეოპოლისმა“ განახორციელა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე დასრულებულია ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: საბესელიოსა და სასირიოში (რკინიგზის გასწვრივ); საბესელიოს მეორე შესასვლელსა და სოფელ ნოსირის ორივე ჩიხში;

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის საარჩაიოს უბანში, ქალაქად – შხეფის, ძმობისა და შელეგიას ქუჩებზე, არსენას ქუჩის ორივე ჩიხში.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მასშტაბურ პროექტს, რომლის ღირებულება 1 414 444 ლარს შეადგენს, სს ,,არქეოპოლისი“ ახორციელებს.