დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება

653

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ჯამში, 212 სახლი აშენდება.

“პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც საკუთრებაში, 2020 წლის 1-ელ ნოემბრამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ. განაცხადების მიღება 24 ნოემბრიდან დაიწყო და 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

დევნილი ოჯახები განაცხადების შევსებას როგორც ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში, ასევე, სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე შეძლებენ: ზუგდიდი – აღმაშენებლის ქ.N106; ქუთაისი – აბაშიძის გამზ. N27; გორი – სამების ქ.N1; რუსთავი – ცურტაველის ქ.N5ა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.