„ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა იმ წინადადებებით მოვიდეს, რომელიც მოემსახურება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას,- ამის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამოეხმაურა.
ხატია დეკანოიძის თქმით, ამ დროისთვის უცნობია, თუ როდის გაიმართება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მესამე რაუნდი.
„ჯერჯერობით, ჩვენ მესამე რაუნდზე ინფორმაცია რაიმე კუთხით რომ ჩატარდება, არ გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია...
საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტებმა კარავი გაშალეს.
როგორც ისინი აცხადებენ, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით კარავში მუდმივად დარჩებიან. გარდა ამისა, აქტივისტებმა პარლამენტის შესასვლელთან გააკეთეს წარწერა „ვერ შეხვალთ“.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა, გაუქმდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები,რომელიც მათივე თქმით, არალეგიტუმურია, ასევე დაინიშნოს ხელახალი არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და პატიმრობიდან გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.
გარდა ამისა, აქტივისტები კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით...
რუსთავში გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ და კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დაწესებული შეზღუდვებს აპროტესტებენ. მოვაჭრეებმა მე-12 მიკრორაიონში საავტომობილო გზა გადაკეტეს და ავტომობილებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევენ.
მოვაჭრეების თქმით, მათ ყოველდღიური შემოსავალი დაკარგეს და შეზღუდვების გამო, მუშაობას ვეღარ ახერხებენ.
ცენტრალურ ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. პოლიცია ცდილობს გარემოვაჭრეების გზიდან გადაყვანას.
"წინდებს ვყიდი და ვცხოვრობ ქირით. სხვა შემოსავალი არ მაქვს. დამრთონ...
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი კანდელაკის ცნობით, ხობის მერიისგან მიღებული ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციის წინააღმდეგ ქუჩების მორეცხვის კამპანიაში იქ 4000 ლარამდე დაიხარჯა. Facebook-ის გვერდზე იგი შესაბამის დოკუმენტებს ავრცელებს და წერს, რომ ასევე, ელოდება მონაცემებს სხვა ქალაქების თვითმმართველობიდანაც.
"12 ქალაქის თვითმმართველობას მივწერე წერილი ქუჩების მორეცხვის კამპანიის ხარჯების შესახებ. ხობის მერმა მალე მიპასუხა (მადლობა). მხოლოდ ამ ღარიბ ქალაქში 4,000 ლარამდე დახარჯულა ამ სისულელეში....
ქედის მუნიციპალიტეტში ხილის გადამამუშავებელი ორი საწარმო შენდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან და ქედის მერთან ერთად საწარმოების მშენებლობა დაათვალიერა.
,,ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ორი სასოფლო-სამეურნეო პროფილის საწარმოს მშენებლობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გლობალური პანდემიის მიუხედავად არ ჩერდება მსგავსი პროექტები. ყველა პროექტი, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობით ხორციელდება, უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი და სარგებლის მომტანი ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის“, -...
აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების აქცია გრძელდება. ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით ისინი პროტესტო აქციას 24-საათიან რეჟიმში მართავენ.
როგორც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, დღეს აჭარის მთავრობის სახლთან სავაჭრო ჯიხურებს განათავსებენ იმისათვის, რომ მოქალაქეებმა ივაჭრონ და საკუთარი პროდუქცია გაყიდონ.
მათივე ინფორმაციით, პანდემიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს ე.წ. „თავისუფლების კვარტალში“ ეპატიჟებიან, რომელიც აჭარის მთავრობის სახლთან არის მოწყობილი.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მოქალაქეები...
"ქართულმა ოცნებამ" მოიპარა არჩევნები და ის დაფინანსება, რომელიც ოპოზიციას ეკუთვნოდა, - ამის შესახებ “ლელოს” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ პარტიების დაფინანსებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, პარტიების დაფინანსების კუთხით ქვეყანაში აუცილებლად უნდა შეიცვალოს კანონმდებლობა, რადგან ის, რაც არის დღეს, არ შეესაბამება დემოკრატიული სახელმწიფოს სტრუქტურას.
"ოცნებამ”, რომელმაც მოიპარა ხმები, მიიღო უფრო მეტი დაფინანსება ბიუჯეტიდან. თუკი ყველა დანარჩენი პარტია, რომელიც იბრძვის, რომ გაყალბებულ არჩევნებს და მიტაცებულ ხმებს რაღაც მოუხერხოს,...
აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური იყო. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა" და სამართლადამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ელგუჯა ბაგრატიონი აჭარის მთავრობის სახლში შესვლას ცდილობდა. ის აცხადებდა, რომ ციხისძირის მოსახლეობის პრობლემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის უნდა გაეცნო. ელგუჯა ბაგრატიონმა სამთავრობო დაცვის თანამშრომელს თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრის შეთანხმება სთხოვა, თუმცა, როგორც მას გადასცეს, თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრაზე უარი განუცხადა იმ მიზეზით, რომ დაკავებულია.
„ქობულეთის საკრებულოს წევრს,...
აიღებენ დაფინანსებას თუ არ აიღებენ, ეს არის მავნებელთა გაერთიანება, რომელსაც უნდა რომ საქართველო დამარცხდეს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ოპოზიციური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც ისედაც „მშვენივრად“ არიან დაფინანსებული.
„არიან ადამიანები, რომლებსაც არანაირი დაფინანსება არ აინტერესებთ, იმიტომ, რომ მშვენივრად არიან დაფინანსებული და არიან ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლობას არ გრძნობენ არც თავიანთი ქვეყნის და მათ...
ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციაში „ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან, კობა ნაყოფიასა და გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის გარდა აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანიც ესწრება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კობა ნაყოფიამ განაცხადა, ეს შეხვედრა მოლაპარაკებების მესამე რაუნდი არ არის.
„მესამე რაუნდი არაა, მოულოდნელად დაგვიბარეს და მოვედით,"- აღნიშნა მან.
ცნობისთვის, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები გასულ კვირებშიც იმართებოდა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე ბოლო შეხვედრაზე ოპოზიციამ წარადგინა წინადადება ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, რაზეც ხელისუფლების მხრიდან ოფიციალური პასუხი არ მიუღიათ.
როგორც დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი მაშინ შედგება, როდესაც მმართველი გუნდი ოპოზიციას „შინაარსობრივ და აზრიან“ წინადადებას წარუდგენს.
„მეორე რაუნდი დასრულდა ოპოზიციის შეთავაზებით, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი და...
ეუთოში ნორვეგიის მუდმივი წარმომადგენელი ენნ-კირსტი კარლსენი 31 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს დადებითად აფასებს.
„ნორვეგია მიესალმება პანდემიის პირობებში საქართველოს ძალისხმევას არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ODIHR-ის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოსა და ნატოს დასკვნებს საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა.
ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლებმაც არჩევნების მეორე ტურსა და პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს. საქართველოს...
ოპოზიციის საერთო კონსენსუსი არსებობს - ტრადიციული გაგებით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციები არ იქნება, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა სექტორთან და ბიზნეს ჯგუფთან შეხვედრას გეგმავენ.
"ხვალ, 14:00 საათზე შეკრებაა ლეიბორისტული პარტიის ოფისში, სადაც ყველა პარტია ვიქნებით წარმოდგენილი. რამდენიმე იდეა განვიხილეთ და გეგმების შესახებ სრულად ხვალ ვისაუბრებთ. ერთი რამ დადასტურებით შემიძლია...
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გარკვეული შეზღუდვები წესდება. მთავარი შეზღუდვა, რომელიც მარნეულსაც ეხება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების აკრძალვაა. გადაადგილება შეზღუდული იქნება როგორც ქვეითად, ისე ავტოსატრანსპორტო საშუალებით.
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მარიამ ხაჩიძემ განაცხადა, რომ მარნეულის მერია საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით მოსახლეობაში ინფორმაციას გაავრცელებს.
"მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში ვაწვდით საინფორმაციო ფლაერებს რომლებსაც...
ორის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლო ილუმინაციებს შპს "დანდისგან" შეიძენს. კომპანია განათებებისთვის 100 000 ლარს მიიღებს.
როგორც სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდიდან ირკვევა, ამჟამად აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულება მზადდება
გამოცხადებულ ტენდერში შპს "დანდი" ერთადერთი მონაწილე იყო. სატენდერო კომისიამ შეამოწმა კომპანიის მიერ წარმოდგენილი ნიმუშები და დააგინა, რომ შპს "დანდი" აკმაყოფილებს კომისიის მიერ განსაზღვრულ პირობებს და ტენდერის გამარჯვებულად გამოცხადდა.
ამასთან, მერიას ტენდერი აქვს გამოცხადებული საახალწლო მორთულობისთვის გასანათებელი მოწყობილობების მონტაჟისთვისაც. გამარჯვებული კომპანია საახალწლო...
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს, დაჩქარებულ ვადაში შეისწავლოს მთავრობის მიერ დაწესებული საკარანტინო შეზღუდვების კონსტიტუციურობა.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილებები გავლენას ახდენს ეკონომიკურ საქმიანობაზე. ღამის საათებში ტრანსპორტით გადაადგილების აკრძალვა ზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ გადაადგილების თავისუფლებას, ბაზრობების და სავაჭრო ობიექტების დაკეტვა კი ამ ობიექტების მფლობელთა საკუთრების უფლებას, რაც იწვევს დასაქმებული ადამიანების შრომის თავისუფლებაში ჩარევას.
"ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაშია საიას 2...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































