ორის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლო ილუმინაციებს შპს “დანდისგან” შეიძენს. კომპანია განათებებისთვის 100 000 ლარს მიიღებს.
როგორც სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდიდან ირკვევა, ამჟამად აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულება მზადდება
გამოცხადებულ ტენდერში შპს “დანდი” ერთადერთი მონაწილე იყო. სატენდერო კომისიამ შეამოწმა კომპანიის მიერ წარმოდგენილი ნიმუშები და დააგინა, რომ შპს “დანდი” აკმაყოფილებს კომისიის მიერ განსაზღვრულ პირობებს და ტენდერის გამარჯვებულად გამოცხადდა.
ამასთან, მერიას ტენდერი აქვს გამოცხადებული საახალწლო მორთულობისთვის გასანათებელი მოწყობილობების მონტაჟისთვისაც. გამარჯვებული კომპანია საახალწლო მორთულობების მონტაჟში, სავარაუდოდ, 25 399 ლარს აიღებს.
საახალწლოდ კომპანიამ გორში შემდეგი გასანათებელი მორთულობები უნდა დაამონტაჟოს: 1000 ცალი 10-მეტრიანი სტრინგი; 48 ბოძზე დასამაგრებელი ანგელოზი, ლითონის კარკასი, პლასტმასის მანათობელი ფიგურით; 60 სმ ლითონის კონსტრუქციაზე დახვეული 30-მეტრიანი სტრინგი, სულ 72 ცალი; 30 ცალი ბოძებზე დასამაგრებელი ვარსკვლავები.
ტენდერზე წინადადებების მიღება 2 დეკმებერს დასრულდება.