“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიორგი კანდელაკის ცნობით, ხობის მერიისგან მიღებული ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციის წინააღმდეგ ქუჩების მორეცხვის კამპანიაში იქ 4000 ლარამდე დაიხარჯა. Facebook-ის გვერდზე იგი შესაბამის დოკუმენტებს ავრცელებს და წერს, რომ ასევე, ელოდება მონაცემებს სხვა ქალაქების თვითმმართველობიდანაც.
“12 ქალაქის თვითმმართველობას მივწერე წერილი ქუჩების მორეცხვის კამპანიის ხარჯების შესახებ. ხობის მერმა მალე მიპასუხა (მადლობა). მხოლოდ ამ ღარიბ ქალაქში 4,000 ლარამდე დახარჯულა ამ სისულელეში. მოუთმენლად ველი პასუხებს სხვა ქალაქებიდან, განსაკუთრებით, თბილისიდან”, – წერს კანდელაკი.